სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

10:26 | 15.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა - არგენტინული დილემა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საფეხბურთო კლუბ “ხიმნასია ლა პლატა“-ში დიეგო მარადონას გამწვრთნელება უბრალო ამბავი რომ არ არის, გასაგებია, მაგრამ საკუთრივ პუტკუნა არგენტინელისათვის ერთი კლუბის თავკაცობას ყველაფერთან ერთად განსაკუთრებული დატვირთვა თუნდაც იმიტომ აქვს, რომ მარადონა მომავალშიიც მწვრთნელობის დიდი მოსურნე გახლავთ. ამბიციები სახეზეა!

ნუ მიწყენენ დიეგოს ქომაგები და ოდენ ფასადურ ფენომენს წარმოადგენს. “მარადონას გუნდი“, “მარადონას ბიჭები“, “მარადონას საწყმსო“ გულშემატკივართა ყურისათვის არამხოლოდ შეუჩვეველი ფრაზებია, არამედ წარმოსადგენლადაც კი ძნელია. არ მინდა ისე გამიგოთ, რომ თუკი როი კინს, სიმონე ინძაგის და სხვა ახალბედა მწვრთნელებს აქვთ არსებობის უფლება, დიეგო ვინმეზე ნაკლები კაცი იყოს და ნაკლებად ესმოდეს ფეხბურთი, მაგრამ უხიაგი ხასიათით ცნობილი პუტკუნა ბაირესელი სამწვრთნელო ბლოკნოტით ხელში რატომღაც ვერ მოდის არსებულ რეალობასთან. მით უმეტეს რომ ჩვენ უკვე ვნახეთ მარადონას მწვრთნელობა ეროვნულ ნაკრებში...

არგენტინაში, თუნდაც ბრაზილიისაგან განსხვავებით, დღემდე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეების წარმოშობას. ფაშისტური ელემენტები ამ ქვეყანაში 40-იან ბნელ წლებს ჩაბარდა, მაგრამ როდესაც მავანი ნაჩო ან ლუჩო თავს გამოიჩენენ, გულშემატკივრები მსწრაფლივ ინტერესდებიან, მათი ახალი კერპი წარმოშობით იტალიელია, ესპანელია, გერმანელია თუ სხვა...

პირველი სამი ერი არგენტინაში რაოდენობის თვალასაზრისით, დომინანტად ითვლება, თუმცა უხვად ნახავთ ნიდერლანდელ, ფლანდრიელ ან ფრანგ ემიგრანტებსაც. ეს ადამიანები არგენტინის ნამდვილი პატრიოტები არიან და თეთრ-ცისფერი დროშის ჰიმნითურთ აღმართვისას, ცრემლად იღვრებიან, მაგრამ მაინც თვალშისაცემია ის მომენტი, რომ არგენტინული ფეხბურთის ყველაზე ხმამაღალი სიტყვა უმეტესად წარმოშობით იტალიალებმა თქვეს და ქალაქები: კორდობა და სან ლორენცო (სადაც ყველაზე მეტი იტალიელი ცხოვრობს) ლამის მთელი კონტინენტის საფეხბურთო მექად არის გამოცხადებული.

დი სტეფანო, მენოტი და თავად მარადონა არცთუ ისე ღრმა ფესვებით, აპენინელები არიან და თუკი არგენტინის გამარჯვების გამო აცუნდრუკებული მავანი ქომაგი “გაუმარჯოს არგენტინას!“ შესძახებს, გულში მაინც გაიფიქრებს: “ისევ ჩვენ - იტალიელები თორემ“...

ეს ეთნოფსიფოლოგიური ზე-ქვე წიაღსვლები იმიტომ დაგვჭირდა, რომ ნათლად წარმოვაჩინოთ როგორც დიეგო მარადონას როლი დღევანდელი არგენტინის ერთ-ერთი კლუბის მართვის პულტთან. აი მაგალითად კარლოს ბილარდო, “ჯიუტი კარლიტო“ - როგორც არგენტინელი ჟურნალისტები ეძახიან, წარმოშობით სწორედაც რომ იტალიელია, მაგრამ აბა ერთი მიდით და სცადეთ ამის ბილარდოსათვის თქმა. ბილარდო უარყოფს ყოველგვარ შიდა ნაციონალურ ელემენტებს და თავს ჭეშმარიტ არგენტინელად რაცხს. ჭეშმარიტი არგენტინელი მარადონაც არის. ბოლოს და ბოლოს, ხუმრობა საქმე ხომ არ არის, კაცი მე-4 თაობის ვერცხლისქვენელია, მაგრამ “ნაპოლიში“ გარჯის პერიოდში მარადონა არგენტინელობასთან ერთად, თავისი იტალიური წარმოშობითაც ამაყობდა და თუკი ეს იტალიელ-არგენტინელებს ფრიად ახარებდა, სხვანი მარადონას ასეთ საქციელს იტალიელთათვის “კუდის ქიცინად“ რაცხდენენ.

მართალია თუ არა ეს ბრალდება ძნელი სათქმელია, მაგრამ რაც მარადონამ კარიარა გაასრულა, ერთხელაც კი არ დასცდენია რაიმე ისეთი - ნაციონალისტური. რიგით ქომაგს კი მეტი რა უნდა? შენ მიზეზი მიეცი და...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.128758
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X