ფეხბურთი

0:07 | 14.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ემილიანო სალას ტრაგედია: პილოტს საჰაერო ტრანსპორტის მართვის ლიცენზია არ ჰქონდა

2019 წლის იანვარში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს, რომელსაც არგენტინელი ფეხბურთელის ემილიანო სალას სიცოცხლის შეეწირა, თვითმფრინავის პილოტს დევიდ იბოტსონს საჰაერო ტრანსპორტის მართვის ლიცენზია არ ჰქონდა. აღნიშნული დასკვნა სპეციალურმა გამოძიებამ (The Air Accidents Investigation Branch) გამოაქვეყნა.

ემილიანო სალა 21 იანვარს კერძო თვითმფრინავით ნანტიდან კარდიფში მიფრინავდა და ლაინერმა ლა მანშის სრუტეზე კატასტროფა განიცადა. გამოძიებამ დაადგინა, რომ სალას კატასტროფის დროს კარბონ მონოქსიდისგან გონება ჰქონდა დაკარგული. ასევე, გამოძიება ვარაუდობს, რომ იბოტსონმა თვითმფრინავზე კონტროლი დაკარგა და ამ დროს მხუთავი აირი მასზეც მოქმედებდა. თვითმფრინავმა დაშლა ჰაერშივე დაიწყო, როდესაც დევიდი კონტროლის აღდგენას ცდილობდა, თუმცა ქარის სიჩქარე 434 კმ/სთ იყო.

გამოძიების ანგარიშში ნათქვამია, რომ 59 წლის იბოტსონს საჰაერო ტრანსპორტის მართვის უფლება 2018 წლიდან არ ჰქონდა და "არც თვითმფრინავს და არც პილოტს არ ჰქონდათ შესაბამისი ლიცენზია, რათა კომერციული ფრენა განხორციელებულიყო." თვითმფრინავის ავტოპილოტი კი პერიოდულად გამოდიოდა მწყობრიდან და ფაქტობრივად გაუმართავ მდგომარეობაში იყო.

სალას სისხლზე ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა ტესტმა აჩვენა, რომ მის სისხლში ისეთი რაოდენობის კარბონ მონოქსიდი დაფიქსირდა, რომ შესაძლებელი იყო გონება დაეკარგა ან გულის შეტევა მოსვლოდა. რადარების და სიმულაციური სიტუაციების შექმნით, გამოძიება ვარაუდობს, რომ იბოტსონი მოწამვლის მიუხედავად, კატასტროფამდე ცნობიერება არ დაუკარგავს. დევიდის ცხედარი ძებნის შედეგად ვერ იპოვეს.

2019 წლის იანვარში "კარდიფმა" ემილიანო სალა "ნანტიდან" 15 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დაიმატა. ამის შემდეგ სამხრეთამერიკელი საფრანგეთში წავიდა და უკან დაბრუნების შემდეგ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. აღნიშნული ფაქტის გამო "ნანტმა" ემილიანო სალას სახელის უკვდავსაყოფად 9-ნომრიანი მაისური გააუქმა.

0.102855