ავტოსპორტი

17:44 | 12.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენი“ ავსტრალიაში არ იასპარეზებს

„მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს ახალი სეზონის პირველი ეტაპის, ავსტრალიის დიდი პრიზის რბოლაში. ამის მიზეზი ისაა, რომ გუნდს ერთ-ერთ წევრს, კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.

სხვა გუნდების მსგავსად, „მაკლარენი“ მელბურნში ჩავიდა და თავისუფალი პრაქტიკებისთვის ემზადებოდა. მაგრამ ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ მის წევრს ვირუსი აღმოაჩნდა. გუნდმა სწრაფი გადაწყვეტილება მიიღო და რბოლაში მონაწილეობისგან თავის შეკავება არჩია. უოკინგელებს არ დაუკონკრეტებიათ, ვირუსი მათი საწარმოს თანამშრომელს დაუდგინდა, თუ სარბოლო გუნდის წევრს.

პიროვნბა, ვისაც ვირუსი აღმოაჩნდა, ბრიტანეთში იმყოფება. სიმპტომების აღმოჩენის შემდეგ, ის თვითიზოლაციაში იყო და შესაბამისად, ვერც მელბურნში გაემგზავრებოდა. თუმცა ფაქტია, რომ სიმპტომების გამოვლენამდე, ის ჩვეულ რეჟიმში იყო და თანამშრომლებთანაც კონტაქტი ჰქონდა.

0.134545