თამაშგარე

23:40 | 12.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბარ რაფაელი უეფაზე განაწყენდა

ფეხბურთის რომელმა ქომაგმა არ იცის ებრაული წარმოშობის ცნობილი მოდელის, ბარ რაფაელის შესახებ, რომელიც წლების მანძილზე საფეხბურთო კლუბ კატალონიის “ბარსელონას“ ერთგულებს და ამ გუნდის ყველა გასაჭირი, დარდი და საწუხარი ისევე მიაქვს გულთან - როგორც საკუთარი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ყბადაღებული ავისმომასწავლებელი კორონა ვირუსის გამო სხვა მრავალი მატჩის მსგავსად, “ბარსელონასა“ და იტალიურ “ნაპოლის“ შორის გასამართი საჩემპიონთალიგო დაპირისპირებაც ქომაგების გარეშე, ცარიელ სტადიონზე გაიმართება და ამ ამბავმა ბარ რაფაელი ნამეტანი გაანაწყენა.

რაფაელი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია უეფას ასეთი სიმკაცრე, რადგან კატალონია სულაც არაა ვირუსის გავრცელების კერა. ამას გარდა, “ბარსელონას“ მესვურებს აქვთ იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ სტადიონზე დაავადებული ადამიანები არ შეუშვან და მაშ რატომ არ უნდა ახმაურდეს “კამპ ნოუ?“...

0.149512