ფეხბურთი

15:51 | 12.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" საკალათბურთო გუნდის მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ფეხბურთელები კარანტინში გადავიდნენ

მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთ მოთამაშეს კორნავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო, როგორც კალათბურთის, ისე ფეხბურთის გუნდი კარანტინში გადავიდა - ფეხბურთელები, კალათბურთელები, პერსონალი, სტაფი.

კალათბურთელები და ფეხბურთელები ერთ სპორტულ კომპლექსში ვარჯიშობენ და არის ვარაუდი, რომ ინფიცირებულ მოთამაშეს ფეხბურთელებთანაც შეხება ჰქონდა. ამიტომ, გუნდმა საწვრთნელი პროცესი შეწყვიტა და იზოლაციაში გავიდა.

ამასობაში, მოგეხსენებათ, ლა ლიგამ ჩემპიონატი შეაჩერა, ხოლო დამგეგ კვირაში დაგეგმილი ჩემპიონთა ლიგის მატჩი, „მანჩესტერ სიტი“ – „რეალი“ დიდი ალბათობით, არ გაიმართება.

0.153828