ფეხბურთი

11:49 | 12.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ჩვენი მთავარი შეცდომა მეორე გოლის დამატებით დროში გატანა იყო"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ატლეტიკოსთან“ (2:3) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელის სპეციალისტის განცხადებით, თავს საშინლად გრძნობს და ვერ აუხსნია უამრავი საგოლე მომენტის გამოუყენებლობა.

„ვულოცავ „ატლეტიკოს“. ამ საღამოს თავს საშინლად ვგრძნობ. მე დიდი დამარცხებული ვარ. მეტოქემ შესანიშნავად ითამაშა, ეს უნდა ვაღიაროთ, რადგან სამი გოლი გაგვიტანა. „ატლეტიკო“ გამარჯვებულია. დღეს უფრო მეტი პრობლემა შეგვქემნა, ვიდრე პირველ თამაშში.

სწორ სიტყვებს ვეძებ... ჩვენი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ მეორე გოლი დამატებით დროში გავიტანეთ და არა ძირითადში. ძირითად დროში ძალიან კარგად ვთამაშობდით, ბიჭებმა საოცარი თამაში ჩაატარეს, მაგრამ გამოუყენებელ საგოლე მომენტებს ახსნა არ აქვთ.

მეორე გოლის მერე ჩემი გუნდი შესამჩნევად დაიღალა, ფეხბურთელებმა ფეხები დაკარგეს, რასაც 90 წუთში ვაკეთებდით გაქრა. ადრიანი შესანიშნავი მოთამაშეა და ამაზე არ ვისაუბრებ. დიახ მან მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, მაგრამ გაშვებული გოლები თამაშის ნაწილია. სამწუხაროდ ზოგიერთმა სიტუაციამ თამაშის მიმდინარეობაზე გავლენა მოახდინა“, - თქვა კლოპმა.

აქვე გეტყვით, რომ „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში იურგენ კლოპის თვკაცობით პირველად დამარცხდა. მერვედფინალურ ეტაპზე კი ტურნირს ბოლოს 2006 წელს დაემშვიდობა, როდესაც ასევე მოქმედი ჩემპიონის სტატუსით თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102192