ფეხბურთი

14:50 | 12.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

დანიელე რუგანის პირველი კომენტარი კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანიელე რუგანიმ კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა. იტალიელმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ თავს კარგად გრძნობს.

„წაიკითხავდით ჩემს შესახებ სიახლეებს, ამიტომაც მინდა დავამშვიდო ყველა, ვინც ჩემზე წუხს, კარგად ვარ. მადლობას ვუხდი ექიმებსა და ექთნებს, რომლებიც ამ საგანგებო სიტუაციის დასამარცხებლად მუშაობენ. ყველას მოვუწოდებ, რომ დაიცვან წესები. მოდით გავაკეთოთ ეს საკუთარი თავისთვის, ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის და გარშემომყოფებისთვის“, - დაწერა რუგანიმ.

შეგახსენებთ, რომ რუგანი სერია A-ში მოთამაშე პირველი ფეხბურთელია, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა.

0.116451