სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

11:05 | 11.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფავორიტების გამოცდა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონს ორი მეოთხედფინალისტი („ატალანტა“ და „ლაიფციგი“ ჰყავს), დღეს კიდევ ორის ვინაობა გარიკვევა. ფავორიტებად შერაცხულ „ლივერპულსა“ და „პარი სენ ჟერმენს“ საკუთარ კედლებში ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრაზე მუშაობა მოუწევთ.

დიახ, "ლივერპული" და პსჟ არათუ ამ წყვილების, არამედ მთლიანად სეზონის მთავარი ფავორიტები არიან. ასე, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფავორიტებს რთული გამოცდა ელოდებათ და მის ჩასაბარებლად 90 წუთი აქვთ.

„ლივერპული“ – „ატლეტიკო“

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი „ლივერპული“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს და გამოუვალ ვითარებაში არაა, მაგრამ არც ადვილი ამოცანის წინაშე დგას. დიეგო სიმეონეს „ატლეტიკომ“ შინ 1:0 მოიგო და „ენფილდ როუდზე“ მოპოვებული უპირატესობის შესანარჩუნებლად ძალ-ღონეს არ დაიშურებს.

თავის მხრივ, „ლივერპულს“ კარგი გამოცდილება აქვს და შარშან ნახევარში მეორე ესპანურ გუნდ „ბარსელონას“ 0:3 აღმოუფხვრა. საპირისპიროდ, იმავე სეზონში მერვედფინალურ ეტაპზე „ატლეტიკომ“ „იუვენტუსთან“ 2:0 გაფლანგა და ტურნირს გამოეთიშა. ასე, რომ „როხიბლანკოს“ კარგი გაკვეთილი აქვს გავლილი.

საერთოდ, „ლივერპული“ ბოლო დროს ისეთი ლაღი აღარაა, როგორც მანამდე. „წითლებმა“ უკანასკნელი სამი საგარეო მატჩი ისე წააგეს („ატლეტიკოსთან“ 0:1, „უოტფორდთან“ 0:3 და „ჩელსისთან“ 0:2), რომ გოლიც ვერ გაიტანეს. თუმცა, ხასიათი ბოლო ტურში „ბორნმუთის“ ძლევით გამოიკეთეს, იმის მიუხედავად, რომ იურგენ კლოპის გუნდს ამ მატჩშიც საკმაოდ გაუჭირდა. „ატლეტიკო“ კი ისევ არასტაბილურია და უკანასკნელი შეხვედრა შინ „სევილიას“ ვერ მოუგო (2:2).

დღევანდელ მატჩში „ლივერპულს“ ძირითადი მეკარე ალისონი დააკლდება. მის გარდა შაქირი და კლაინი ვერ ითამაშებენ, თუმცა ეს ბრაზილიელთან შედარებით უმნიშვნელო დანაკლისია. „ატლეტიკოს“ კი, ტომას ლემარი ვერ დაეხმარება, ალვარო მორატას საკითხი ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არაა. სამაგიეროდ, სიმეონეს სამი კვირის წინანდელი მატჩისგან განსხვავებით კირან ტრიპიერი და ჟოაო ფელიქსი დაუბრუნდნენ, რაც სერიოზული შევსებაა.

„ატლეტიკო“ და „ლივერპული“ აქამდე ერთმანეთს ხუთჯერ შეხვედრიან და „ატლეტიკომ“ წინა მატჩში მოიპოვა უპირატესობა: 2 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება. 2009-2010 წლების სეზონში ევროპა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთში მასპინძლებმა დიეგო ფორლანის გოლით მოიგეს, ხოლო „ენფილდზე“ იგივე შედეგი ალბერტო აკვილანიმ დააფიქსირა და დამატებით დრო დაინიშნა, სადაც იოსი ბენაიუნმა „წითლები“ ფინალის გზაზე დააყენა, მაგრამ 7 წუთის შემდეგ დიეგო ფორლანმა გაიტანა და ესპანელები ფინალში სტუმრად გატანილი გოლით გავიდნენ. ბოლო დაპირისპიირება კი, მადრიდელებმა საულ ნიგეზის გოლით მოიგეს, თანაც ისე, რომ ინგლისურ გრანდს მთელი თამაში კარის ჩარჩოში ერთხელაც არ დაურტყამს.

იურგენ კლოპი („ლივერპულის“ მწვრთნელი): „ჯერ მხოლოდ პირველი ტაიმი დასრულდა და ეს საუკეთესო ინფორმაციაა. ამ პირველი ტაიმიდან ვისწავლეთ, ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი და ბიჭებს ხშირად ვაყურებინე ის თამაში. სამი კვირა გავიარეთ და ახლა ბევრი რამ უფრო ნათელია, ვიდრე მანამდე იყო. უნდა დავამტკიცოთ, რომ ვისწავლეთ პირველი თამაშისგან და ვაჩვენოთ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა ნამდვილად გვინდა. ასეთი ხარისხიანი გუნდის წინააღმდეგ სივრცეების პოვნა ყოველთვის რთულია“.

დიეგო სიმეონე („ატლეტიკოს“ მწვრთნელი): „გარკვეულ მომენტებში სირთულეებთან გამკლავება მოგვიწევს, მაგრამ ჩვენს შანსსაც მივიღებთ. ბოლო რვა წლის განმავლობაში თქვენ ნახეთ რისი გაკეთება შეგვიძლია. ვითამაშებთ დიდი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით შესანიშნავია. „ენფილდზე“ არასდროს ვყოფილვარ, როგორც მწვრთნელი და არც ფეხბურთელი. მე არასდროს მქონია შანსი მეთამაშა ამ ბრწყინვალე სტადიონზე, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„ლივერპული“ (4-3-3): ადრიანი; ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი; ჰენდერსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი; სალაჰი, ფიმირნო, მანე

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ტრიპიერი, სავიჩი, ფელიპე, რენან ლოდი; საულ ნიგეზი, ტომას პარტეი, კოკე, ჟოაო ფელიქსი; კორეა, მორატა

მსაჯი: დანი მაკელიე (ნიდერლანდები)

„პარი სენ ჟერმენი“ – „დორტმუნდი“

დღის მეორე მატჩი პარიზში უმაყურებლოდ გაიმართება. პსჟ „დორტმუნდთან“ ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას სწორედ ცარიელი ტრიბუნების ფონზე შეეცდება, ხოლო გულშემატკივარს თამაშზე დასწრება კორონავირუსის გამო აეკრძალა.

სამი კვირის წინ ლუსიენ ფავრიმა ტომას ტუხელი ერლინგ ჰოლანდის ფენომენალური თამაშის წყალობით დაამარცხა და მართალია უპირატესობა მინიმალურია, მაგრამ მაინც უპირატესობაა.

„დორტმუნდი“ საფრანგეთში ტომას დელანისა და მარკო როისის გარეშე ჩავიდა და ისინი მოედანზე ვერ გავლენ. პსჟ-ს კი, ანდერ ერერა ჰყავს ტრავმირებული, ხოლო ტომას მუნიემ და მარკო ვერატიმ წინა მატჩში ყვითელი ბარათები მიიღეს და დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებენ.

ეს გუნდები აქამდე სამჯერ შეხვედრიან და ორჯერ ფრე დაფიქსირდა და იმ მატჩებში თითო გოლი გაიტანეს. ეს 2010-2011 წლების სეზონში იყო, როდესაც გერმანიაში ნური შაჰინის პენალტი მატჩის მიწურულს კლემენ შანტომმა გაქვითა, ხოლო პარიზში გოლი არ გასულა. რაც შეეხება ბოლო დუელს, სამი კვირის წინ ერლინგ ჰოლანდის დუბლს ნეიმარმა ერთი გოლით უპასუხა და პირად შეხვედრებში „დორტმუნდი“ დაწინაურდა.

ტომას ტუხელი („პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელი): „2:1-ია. ჩვენ ახლა სხვა თამაში გველოდება, ის მხოლოდ პირველი ტაიმი იყო. ყველანაირი შანსი გვაქვს, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. ტიაგო სილვას თამაში გადაწყვეტილი არაა, მისი ადგილი შესაძლოა მარკინიოსმა დაიკავოს. სწორი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. ჩვენ შემტევი გუნდი გვყავს და შეტევა მოგვწონს. ვაპირებთ შეტევაში თამაშს და რაც შეიძლება მეტი გოლის გატანას, თუმცა თუ ერთ გოლს გავიტანთ და არ გავუშვებთ, ძალიან ბედნიერი ვიქნები, სინანულის გრძნობა არ დაგვრჩება. მაგრამ რაც შეიძლება ბევრის გაკეთებას ვეცდებით“.

ლუსიენ ფავრი („დორტმუნდის“ მწვრთნელი): „ყველაფერი შესაძლებელია და მჯერა, რომ მოგება პარიზშიც შეგვიძლია. პირველი თამაში მოვიგეთ და უფრო დიდი სხვაობით გამარჯვებაც შეგვეძლო. ტაქტიკური თვალსაზრისით და საბრძოლო სულისკვეთებით დორტმუნდში მართლაც დიდი სამუშაო შევასრულეთ. „გლადბახთან“ შესანიშნავად ვითამაშეთ, ნაბიჯი წინ გადავდგით, ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და ბურთსაც ვფლობდით“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„პარი სენ ჟერმენი“ (4-4-2): ნავასი; კერერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, კურზავა; დი მარია, მარკინიოსი, გეიე, ნეიმარი; კავანი, მბაპე

„დორტმუნდი“ (3-4-3): ბიურკი; ზაგადუ, ჰუმელსი, პიშჩეკი; ჰაკიმი, ემრე ჯანი, ვიტსელი, გერეირო; სანჩო, ჰოლანდი, ბრანდტი

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.11923
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X