ფეხბურთი

23:44 | 10.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპეს კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელ კილიან მბაპეს კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა. L’Equipe-ს ინფორმაციით, ფრანგ შემტევს ტონზილიტი აღენიშნება და ამიტომაც, მისი შემოწმება აუცილებელი გახდა.

მბაპეს რამდენიმე დღეა ყელის ტკივილი აღენიშნება და გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, რის გამოც შესაძლოა ხვალ „დორტმუნდთან“ შეხვედრა გაუცდეს. მიუხედავად ამისა, მედიკოსები იმედოვნებენ, რომ საგანგაშო არაფერი იქნება.

ტესტის პასუხები მალევე გახდა ცნობილი და საბედნიეროდ, ფრანგ შემტევს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

„კილიანი ავადაა, გუშინაც და დღესაც. ტონზილიტი აქვს, ვეცდებით, რომ თამაშამდე ვარჯიში მოასწროს, რადგან ბოლო დღეებში არ უვარჯიშია. ხვალ დილით ყველაფერი გადაწყდება“, - თქვა ტომას ტუხელმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117768