ფეხბურთი

20:25 | 10.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: „თუ ტრიბუნაზე მაყურებელი არ იქნა, თამაშს რა აზრი აქვს?“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა კორონავირუსის მიზეზით მატჩების უმაყურებლოდ ჩატარების გამო.

„ღირს კი უმაყურებლოდ მინდორზე გასვლა? ჩვენ ხომ მათთვის ვთამაშობთ. თუ მაყურებელი ვერ მოდის სტადიონზე, თამაშს რა აზრი აქვს. არ მინდა ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერლიგის მატჩების მაყურებლების გარეშე თამაში.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal.com.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის მიზეზით, მსოფლიოში უკვე 4 ათასამდე ადამიანია დაღუპული. გამოჯანმრთელდა დაახლოებით 60 ათასი.

0.121078