ფეხბურთი

21:15 | 7.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ენფილდი": აუღებელი ციხე-სიმაგრე

„ლივერპულმა“ პრემიერლიგის XXVIII ტურში „ბორნმუთი“ მოჰამედ სალაჰისა და სადიო მანეს გოლებით (2:1) დაამარცხა და მორიგი რეკორდი დაამყარა.

„წითლები“ პირველები არიან ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში, რომლებმაც საკუთარ მოედანზე ზედიზედ 22 თამაში მოიგეს. „ენფილდ როუდზე“ ბოლო ინგლისური გუნდი, რომელიც „ლივერპულთან“ არ დამარცხდა, „ლესტერი“ გახლვათ. 2019 წლის 31 იანვარს, „მეილებმა“ მერსისაიდიდან ქულა წაიღეს (1:1).

აი, უშუალოდ დაუმარცხებელ სერიას თუ გადავხედავთ, პრემიერლიგაში „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე ბოლოს 3 წლის წინ, 2017 წლის 23 აპრილს „კრისტალ პალასთან“ (1:2) დამარცხდა.

იქედან მოყოლებული იურგენ კლოპის გუნდს „ენფილდზე“ (პრემიერლიგაში) 46 მატჩი არ წაუგია (36 მოგება, 10 ფრე).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115716