ფეხბურთი

16:23 | 4.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: „რუნი ეცდება დაამტკიცოს, რომ ჯერ კიდევ ბევრი შეუძლია“

„დერბი ქაუნთისთან“ ინგლისის ასოციაციის თასის მერვედფინალური მატჩის წინ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ულე-გუნარ სულშერმა, თავისი აზრი გაუზიარა ჟურნალისტებს დერბელების თავდამსხმელის, უეინ რუნის შესახებ.

„რუნის ხიფათის შექმნა შეუძლია როგორც საჯარიმოში, ასევე მის გარეთაც. ის შეეცდება დაამტკიცოს, რომ ჯერ კიდევ ბევრი შეუძლია. ფხიზლად უნდა ვიყოთ. მისთვის სივრცის მიცემა არაფრით შეიძლება. ბოლო დროს ნახევარდაცვაშიც ჩინებულად ირჯება და პოლ სქოულზის სტილში არიგებს შორეულ პასებს.

რუნი ფანტასტიკურად თამაშობდა „მანჩესტერში.“ კარგა ხანს ირჯებოდა და საუკეთესო მეგოლე გახდა კლუბის ისტორიაში. უამრავი ტიტული მოიგო. ვფიქრობ, მანჩესტერის ქომაგებს ის ძველებურად უყვართ და ყველთვის გაუხარდებათ მისი ნახვა.“ - ციტირებს ნორვეგიელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports.

„დერბი ქაუნთისა“ და „მანჩესტერის“ შეხვედრა 5 მარტს გაიმართება დერბის „პრაიდ პარკზე“ და თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

0.128471