ფეხბურთი

20:36 | 2.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები წლის სადებიუტო მატჩებისთვის ემზადება (+VIDEO)

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ლევან ბაჯელიძის გუნდი სტუმრად 5 მარტს მალტას დაუპირისპრდება, 10 მარტს კი, ჩვენი გუნდის მეტოქე ისრაელის ეროვნული ნაკრები იქნება.

​საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა უახლოესი გასვლითი მატჩებისთვის მზადება 26 თებერვლს დაიწყო. 2 მარტს კი, მალტაზე გამგზავრებამდე ლევან ბაჯელიძის გუნდმა სფფ-ის ტექნიკური ცენტრის მოედანზე არასრული შემადგენლობით ბოლო ვარჯიში გამართა. საქართველოს ნაკრები ოფიციალური მატჩის გასამართად მალტაზე 3 მარტს გაემგზავრება, სადაც გუნდს კაპიტანი ტატა მატვეევა და ნახევარმცველი ანა ჩემინავა შეუერთდებიან.

​მალტისა და ისრაელის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან ბაჯელიძემ 20 ფეხბურთელი გამოიძახა.

​საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თამარ ნადირაშვილი (ნიკე, თბილისი)

მცველები: ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი), თამარ ტატუაშვილი (ჰაკარი გუჯუ, თურქეთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), ნათია სხირტლაძე (ნიკე, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი), ელენე რაუხი (გერლ ფაუერი, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი)

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ჰაკარი გუჯუ, თურქეთი), თამარ ქველიძე (კიტი, გერმანია), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა), ნათია დანელია

თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი), ტატიანა მატვეევა (ტენერიფე, ესპანეთი), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი)

​საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩების განრიგი:

5 მარტი, 21:30 (თბილისის დროით)

მალტა - საქართველო

ტაქალი, სენტენარი

10 მარტი, 21:00 (თბილისის დროით)

ისრაელი - საქართველო

​რიშონ ლე-ციონი, ჰაბერფელდი

GFF.GE

0.114017