სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

0:00 | 2.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

გოლების ფესტივალი სერია A-ში და გაცხოველებული "ატალანტა"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A კორონავირუსის გამო შეფერხებით უკვე მეორე კვირაა მიმდინარეობს და ამ ტურში მხოლოდ ოთხი თამაში ჩატარდა. ორი შაბათს და ორიც კვირას.

შაბათის დაპირისპირებებზე ცხადია ვწერდით, რაც შეეხება მომდევნო ორ მატჩს, მოსაწყენად არავის ეცალა - ორ თამაში და 16 გოლი! ფანტასტიკური შედეგია, ერთი შეხედვით დაუჯერებელი, მაგრამ ასეა.

თავდაპირველად ბერგამოს „ატალანტა“ „ვია დელ მარეზე“ „ლეჩეს“ ესტუმრა და როგორც ჩვევია, გოლეადა მოაწყო. ჯან პიერო გასპერინის გუნდმა დასაწყისშივე შეძლო ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება, მაგრამ პულიელებმა შესვენებამდე შეძლეს ჩამორჩენის გაბათილება.

აი, ნაანტრაქტევს, „ლეჩემ“ „ატალანტას“ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 2:7 განადგურდა. ჰეთ-თრიქი შეასრულა დუვან ძაპატამ, რომელიც საუკეთესო იყო მინდორზე. ბერგამოელებს მიმდინარე სეზონში უკვე 70 გოლი დაუგროვდათ, რაც ცხადია, სერია A-ში საუკეთესო მაჩვენებელია და 10 გოლით აღემატება „ლაციოს“ შედეგს. „ლა დეამ“ მიმდინარე სეზონში მესამედ შეძლო ერთ თამაშში 7 გოლის გატანა („უდინეზესთან“ 7:1, „ტორინოსთან“ 7:0, „ლეჩესთან“ 7:2), ხოლო ამას „მილანთან“ და „პარმასთან“ ორ 5:0-საც თუ მივამატებთ... სხვათა შორის, ერთ სეზონში ერთ გუნდს მინიმუმ ხუთ მატჩში მინიმუმ 5 გოლი 1959 წლის შემდეგ არ ჰქონდა იტალიაში გატანილი, ეს ბოლოს „მილანს“ მოეხერხებინა ნახევარ საკუნუზე დიდი ხნის წინ. ლომბარდიელები ჩინებულ სეზონს ატარებენ და მათგან უკვე აღარაფერი გაგვაკვირვებს.

დღის მეორე მატჩიც ჩინებული სანახავი გამოდგა. „რომა“ სარდინიაზე „კალიარის“ ესტუმრა და თავიდან აგებდა, მაგრამ ნიკოლა კალინიჩის დუბლით სიტუაცია შემოაბრუნა. ხორვატს ჯასტინ კლუივერტი და ჰენრიხ მხითარიანიც დაეხმარნენ და „ჯალოროსიმ“ 4:3 მოიგო. საინტერესოა, რომ „რომამ“ ბოლო ორ ტურში 4-4 გოლი გაიტანა და უკანასკნელად ასეთი კარგი შედეგი 2015 წელს ჰქონდა.

მოგეხსენებათ ტურის ხუთი მატჩი გადაიდო, ხვალ „სამპდორია“ – „ვერონა“ უნდა გამართულიყო, ბოლო ცნობებით კი, ისიც არ ჩატარდება.

„ლეჩე“ – „ატალანტა“ 2:7 (2:2)

გოლები: 0:1 დონატი (17, ა.გ), 0:2 ძაპატა (22), 1:2 საპონარა (40), 2:2 დონატი (40), 2:3 ილიჩიჩი (47), 2:4 ძაპატა (54), 2:5 ძაპატა (62), 2:6 მურიელი (87), 2:7 მალინოვსკი (90)

„კალიარი“ – „რომა“ 3:4 (1:2)

გოლები: 1:0 ჟოაო პედრო (28), 1:1 კალინიჩი (29), 1:2 კალინიჩი (42), 1:3 კლუივერტი (64), 2:3 პერეირო (75), 2:4 მხითარიანი (81), 3:4 ჟოაო პედრო (89)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.165002
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X