ფეხბურთი

13:03 | 1.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ეს იყო დასტური, რომ საკმარისად კარგები არ ვართ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "უოტფორდთან" წაგებული პრემიერლიგის 28-ე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მეტოქემ ყველაფერი გააკეთა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

"მათ ყველაფერი გააკეთეს რაც უნდოდათ, ჩვენ კი - ვერა. ასე მუშაობს ფეხბურთი. მოგვიწევს შედეგი მივიღოთ, რაც ადვილი არაა, მაგრამ ამ მატჩმა დაადასტურა, რომ საკმარისად კარგები არ ვართ." - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

"ლივერპულმა" პრემიერლიგაში 44-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. ბოლოს "მერსისაიდელებმა" 2019 წლის 4 იანვარს "მანჩესტერ სიტისთან" წააგეს. მიმდინარე სეზონში კლოპის გუნდმა 28 მატჩიდან 26 მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა.

0.140691