ფეხბურთი

11:48 | 1.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: "შეტევაში ბრედ პიტივით ლამაზები უნდა ვიყოთ, დაცვაში ჩემსავით მახინჯები"

„ნაპოლისთვის“ მიმდინარე სეზონი წარუმატებლად მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო დროს ჯენარო გატუზოს გუნდი ათამაშდა. სერია A-ში ზედიზედ სამჯერ მოიგო, რაც ამ სეზონში საუკეთესო სერიაა.

იტალიელმა სპეციალისტმა კი „ტორინოსთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა:

„ფეხბურთელებმა ისე უნდა ივარჯიშონ, როგორც მე ვეტყვი და არა ისე, როგორც ისინი ამბობენ. შეტევაში ბრედ პიტივით ლამაზები უნდა ვიყოთ, ხოლო დაცვაში ჩემსავით მახინჯები“, - თქვა გატუზომ.

„ნაპოლი“ 39 ქულით მეექვსე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 6 ქულა აშორებს, თუმცა „ატალანტასთან“ შედარებით ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114243