თამაშგარე

12:17 | 27.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა დონჩიჩის გულისსწორის პოპულარობის საიდუმლო

სლოვენიელი კალათბურთელის ლუკა დონჩიჩის გულისსწორი, მოდელი ანამარია გოლტესი უკანასკნელ პერიოდში ნამეტნავად პოპულარული შეიქმნა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ფაქტობრივად ბულვარული გამოიცემა არ დარჩა, სადაც ამ გოგონას ფოტოები არ იყოს გამოჭიმული.

კალათბურთის მოყვარულთა ერთი ნაწილი ანამარიას პოპულარობას, აშშ-ში ლუკა დონჩიჩის უდავოდ წარმატებულ გარჯას უკავშირებს და იმასაც ამბობენ, რომ დონჩიჩის ყველა შესანიშნავი გამოსვლა ანამარიას ცნობადობის პირდაპირპორციულიაო. მაგრამ ობიექტურები რომ ვიყოთ, ამ გოგონას შესაძლებლობებიც არ უნდა დაგვრჩეს თვალდაუდგამი.

ანამარია გოლტესი ჯერ კიდევ ლუკა დონჩიჩთან შეხვედრამდე ითვლებოდა პერსპექტიულ მოდელად და შეერთებულ შტატებში მას მრავალ საინტერესო ჩვენებაში ქონდა მონაწილეობა მიღებული. ესეც არ იყოს - როგორც ცაში ვარსკვლავები არ ითვლება და იზომება, ისე ზუსტად ვერასოდეს ჩავწვდებით პოპულარობის სათავესა და საწყისებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13547