ფეხბურთი

12:07 | 26.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

სეტიენი: "მეტი მოთმინება უნდა გამოგვეჩინა"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა „ნაპოლისთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, დაბალანსებული და თანაბარი თამაში იყო.

„საკმაოდ დაბალანსებული თამაში იყო, არცერთ გუნდს არ ჰქონია ბევრი საგოლე მომენტი. მეტი მოთმინება რომ გამოგვეჩინა, ნამდვილად შევქმნიდით მეტ საგოლე შანსს. საპასუხო მატჩში ბუსკეტსი და ვიდალი ვერ დაგვეხმარებიან, მაგრამ გამოსავალს ვიპოვით. პიკეს ტრავმა? ტერფის დაზიანება აქვს, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით, რამდენად სერიოზულია“, - თქვა სეტიენმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ საპასუხო შეხვედრა 18 მარტს, „კამპ ნოუზე“ გაიმართება.

0.104478