სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:49 | 26.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

პეპი და ზიზუ, დავითი და გოლიათი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები დასრულდება. დასკვნითი ორი თამაში საფრანგეთსა და ესპანეთში გველოდება, სადაც „რეალი“ – „მანჩესტერ სიტის“, ხოლო „ლიონი“ – „იუვენტუსს“ შეხვდება.

„ლიონი“ – „იუვენტუსი“

„პარკ ოლიმპიკზე“ „ლიონი“ „იუვენტუსს“ უმასპინძლებს. მერვედფინალურ წყვილებში ყველაზე მეტად გამოკვეთილი ფავორიტი სწორედ ამ შეხვედრას ჰყავს, დავითისა და გოლიათის ბრძოლას ჰგავს, თუმცა ისიც ცხადია, რომ ფეხბურთში პროგნოზების გაკეთება უმადური საქმეა, ამიტომ ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება.

„იუვენტუსი“ მშვენიერ სეზონს ატარებს შედეგების თვალსაზრისით, სამივე ტურნირზე იბრძვის და ჩემპიონთა ლიგაზეც ჯგუფური ეტაპიც ერთი ამოსუნთქვით განვლო, მაგრამ მაურიციო სარის მაინც ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, რადგან ტურინელთა თამაშის ხარისხი დამაჯერებელი არაა. „ლიონს“ კი, უპრობლემო სეზონი არ აქვს და ლიგა 1-შიც საქმეები კარგად არ მისდის.

„იუვე“ დღეს მერიჰ დემირალს (რომელიც საერთოდ არაა პლეი-ოფის განაცხადში) მოისაკლისებს, სამაგიეროდ გუნდს ჯორჯო კიელინი დაუბრუნდა. თუმცა, ტურინელთა კაპიტანი 90 წუთის სათამაშოდ ჯერ მზად არაა და ამიტომ სასტარტოში ისევ მატიას დე ლიხტისა და ლეონარდო ბონუჩის დუეტს ვიხილავთ. მცირე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა გონსალო იგუაინიც, მაგრამ „პიპიტას“ დღეს მხოლოდ თადარიგში უნდა ველოდოთ. ტრავმების შემდეგ დაბრუნდნე სამი ხედირა და დუგლას კოშტა, რომლებიც გუნდთან ერთად საფრანგეთში არიან, თუმცა მათი მოედანზე გამოჩენის შანსი საკმაოდ დაბალია.

უფრო სერიოზულია ფრანგების დანაკლისი. რუდი გარსია გუნდის ლიდერ მემფის დეპაის ვერ დაიხმარს, რომელიც მძიმედაატრავმირებულია. მის გარდა მოედანზე რენე-ადელაიდი, კონე და რაფაელი ვერ გავლენ.

„ლიონი“ და „იუვენტუსი“ აქამდე ერთმანეს ოთხჯერ შევხედრიან. პირველად 2013-2014 წლების სეზონში ევროპა ლიგის მეოთხედფინალში. საფრანგეთში, ჯერ კიდევ „სტად ჟერლანზე“ იტალიელებმა ლეონარდო ბონუჩის გვიანი გოლით მოიგეს, ხოლო საპასუხო შეხვედრაში „იუვემ“ ანდრეა პირლოს გოლითა და სამუელ უმტიტის ავტოგოლით 2:1 იმარჯვეს და ნახევარფინალში გავიდნენ. მომდევნო ორი დაპირისპირება უკვე 2016-2017 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შედგა. ლიონში მატჩის ბედი ისევ ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც ხუან კუარდადომ გაიტანა და იტალიელებს დარჩათ გამარჯვება. იმ შეხვედრაში დიდებული იყო ჯანლუიჯი ბუფონი, რომელმაც პენალტი და არაერთი რთული ბურთი მოიგერია. ტურინში კი, „ლიონი“ ერთადერთ ფრეს გამორჩა. კორენტინ ტოლისომ გონსალო იგუაინის პენალტი გაქვითა. ამრიგად, „იუვენტუსი“ საგრძნობ უპირატესობას ფლობს, 3 მოგება, 1 ფრე, 0 წაგება (5:2 ბურთების ბალანსი). საფრანგეთში კი, ორივე თამაში 1:0 აქვს მოგებული. ვნახოთ დღეს საით გადაიხრება სასწორი.

რუდი გარსია („ლიონის“ მწვრთნელი): „იუვენტუსი“ თამაშობს ისე, როგორც სარის „ნაპოლი“ და „ემპოლი“. ის ტაქტიკურად ძალიან ზუსტი მწვრთნელია, მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. ყველა ფიქრობდა, რომ „ლივერპული“ და პსჟ მოიგებდნენ, მაგრამ დამარცხდნენ. ამიტომ, ჩვენი შანსი უნდა გამოვიყენოთ და ჩვენი საუკეთესო ფორმა გამოვავლინოთ. იმედია „იუვე“ თავის პოტენციალს სრულად ვერ გამოავლენს. მხოლოდ თავი არ უნდა დავიცვათ და შეტევაზეც უნდა ვიფიქროთ, რადგან საკუთარი პუბლიკის წინაშე ვთამაშობთ“.

მაურიციო სარი („იუვენტუსის“ მწვრთნელი): „ლიონი“ ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერი გუნდია, სახიფათო მეტოქე, შესაბამისად, მაღალი დონის თამაშის ჩატარება გვჭირდება. კრიშტიანუ რონალდუ შთამბეჭდავი ფეხბურთელია, მისი სტატისტიკა მოწმობს, რომ კარგადაა, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. იტალიაში გამარჯვების მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, რადგან ფავორიტები ვართ, ხოლო ევროპაში კიდევ არის ათი გუნდი, რომელთაც ჩვენნაირი მიზნები აქვს დასახული“.

სავარაუდო შემადგენლობა:

„ლიონი“ (3-4-3): ლოპეში; დენაიერი, მარსელო, მარსალი; დუბუა, ტუსარი, ოუარი, კორნე; ტოკო ეკამბი, დემბელე, ტერიე

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დანილო, დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო; რემზი, პიანიჩი, ბენტანკური; კუადრადო, დიბალა, რონალდუ

მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო (ესპანეთი)

„რეალი“ – „მანჩესტერ სიტი“

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ცენტრალური შეხვედრა კი, ალბათ მაინც „რეალი“ – „მანჩესტერ სიტის“ დუელია.

ინგლისელები ეს-ესაა ევროტურნირებიდან მომდევნო ორი წლით მოკვეთეს და აპელაციამ თუ არ გაჭრა, „ქალაქელებს“ ამ სეზონში 2022 წლის შედგომამდე ბოლოჯერ ვხედავთ ევროსარბიელზე. „სიტის“ დიდი ამბიცია აქვს და ეს არახალია. თანაც, მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ხელი უკვე მოეცარა და შეუძლია მთელი კონცენტრაცია აქ მოახდინოს. თავის მხრივ, „რეალი“ შარშან დაკარგული გვირგვინის დაბრუნებას ეშურება. ზინედინ ზიდანის გუნდი ნორმალურ სეზონს ატარებს, ლა ლიგაშიც ჩემპიონობისთვის იწევს, მაგრამ ბოლო ორ ტურში მოპოვებულმა კინკილა ქულამ ლიდერობა დააკარგვინა. ასე, რომ „სამეფო კლუბს“ საქმე სარეაბილიტაციოდ აქვს. მადრიდელები შაშან ჩემპიონთა ლიგას მათთვის უჩვეულოდ, სწორედ ამ ეტაპზე გამოეთიშნენ და მოკლედ, ახლა ფეის დაცდენის უფლება აღარ აქვთ.

„რეალი“ დღევანდელ უმნიშვნელოვანეს თამაშს მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. ერთი კვირის წინ ლაზარეთიდან დაბრუნებული ედენ აზარი უკან შებრუნდა და მოედანზე ორი თვე ვერ გავა. მის გარდა, მარკო ასენსიოც დაშვებულია. სხვა მხრივ, ესპანელებს განსაკუთრებული პრობლემები არ აქვთ.

პეპ გვარდიოლას გუნდს კი ლეროი სანე ვერ დაეხმარება, ხოლო რაჰიმ სტერლინგის თამაშის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ზინედინ ზიდანისა და პეპ გვარდიოლას დეული. მათი გზები საფეხბურთო მოედანზე არაერთხელ გადაკვეთილა, მაგრამ სამწვრთნელო რანგში პირველად წარსდგებიან ერთმანეთის წინაშე.

ეს იქნება „რეალი“ – „მანჩესტერ სიტის“ მეხუთე მატჩი. წინა ოთხი დუელიც ჩემპიონთა ლიგაზე შედგა. 2012-2013 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე „სანტიაგო ბერნაბუზე“ დრამაში „რეალმა“ 3:2 მოიგო. ედინ ჯეკოსა და ალექსანდრკოლაროვიც გოლებით ინგლისელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ მარსელომ და კარიმ ბენზემამ (87-ე წუთზე) გაათანაბრეს, ხოლო მსაჯის კომპენსირებულ დროში კრიშტიანუ რონალდუმ გამარჯვების გოლი გაიტანა. მანჩესტერში კარიმ ბენზემას გოლი სერხიო აგუერომ პენალტით გაქვითა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მეორედ მათი გზები 2015-2016 წლების სეზონში გადაიკვეთა, გაცილებით მნიშვნელოვან სტადიაზე, ნახევარფინალში. ინგლისური დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა, ხოლო ორმატჩიანი დუელის ბედი საპასუხო შეხვედრაში ფერნანდინიოს მეოცე წუთზე გატანილმა ავტოგოლმა გადაწყვიტა და „რეალი“ ფინალში გავიდა. ამრიგად, 4 მატჩიდან „მანჩესტერ სიტი“ „რეალთან“ ჯერაც მოუგებელია (2 ფრე, 2 წაგება, 3:5 ბურთების ბალანსი).

ზინედინ ზიდანი („რეალის“ მწვრთნელი): „მხოლოდ ის, რომ რამდენიმე უარყოფითი შედეგი ვაჩვენეთ, არ ნიშნავს, რომ საქმეს ცუდად ვაკეთებთ. ეს თამაში არის „რეალი“ – „სიტის“ წინააღმდეგ და არა ზიდანი - გვარდიოლას წინააღმდეგ, ეს საფეხბურთო მატჩია და ხალხს ამის ხილვა სურს. ბედნიერები ვართ, რადგან ეს არის ეტაპი, სადაც თამაში გვინდა და მზად ვართ შესანიშნავად ვითამაშოთ. ბევრ გუნდს უყვარს ბურთის კონტროლი, „მანჩესტერ სიტი“ სიძლიერით სავსე გუნდია, ჩვენ კი არ შევიცვლებით, უბრალოდ ვაპირებთ ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, რაც გვაინტერესებს“.

პეპ გვარდიოლა („მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელი): „უნდა ვიყოთ ძლიერები, გვქონდეს ხარისხი და ცოტა იღბალი. ჩვენ ამ თამაშში წარმოუდგენელი კონცენტრაცია გვჭირდება და ჩვენი სიმაღლის ჩვენება, გარდა ამისა, ცოტა უნდა გაგვიმართლოს“.

სავარაუდო შემადგენლობა:

„რეალი“ (4-4-2): კურტუა; კარვახალი, ვარანი, რამოსი, მენდი; მოდრიჩი, ვალვერდე, კაზემირო, კროოსი; ვინისიუსი, ბენზემა

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, ფერნანდინიო, ლაპორტი, ზინჩენკო; დე ბრუინი, როდრი, გუნდოგანი; მაჰრეზი, აგუერო, ბერნარდო სილვა

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.236215
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X