ფეხბურთი

19:52 | 25.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

U16: საქართველომ ალჟირი დაამარცხა

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა უეფას განვითარების თასის 2020 წლის გათამაშების ფარგლებში პირველი შეხვედრა გამართა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი ალჟირის 16-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე, მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე დავით შიოლაშვილმა გაიტანა.

საქართველო 1:0 ალჟირი

​საქართველო: მაქაცარია, ქართველიშვილი, მოლაშვილი, ბაგრატიონი, აღდგომელაშვილი, ლაცაბიძე, ხუტიაშვილი (67' ბერია), გ. დავრაშელიძე, ბერიანიძე (67' გეგიაძე), დვალიშვილი (56' შიოლაშვილი), ნ. დავრაშელიძე (67' კალანდაძე)

​სათადარიგო შემადგენლობა: ბერუაშვილი, ბართია, ხაბურზანია, ღურწკაია
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ხიზანიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ხიზანიშვილი

გოლი: 1:0 შიოლაშვილი (65)

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ალბანეთში მიმდინარე უეფას განვითარების თასის მეორე შეხვედრას მასპინძელი ალბანეთის წინააღმდეგ 27 თებერვალს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

GFF.GE

0.112185