ფეხბურთი

18:35 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: "მარადონა ღმერთია, მესი ყველაზე დიდი ფეხბურთელი"

იტალიური „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ „ბარსელონასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. აღსანიშნავია, რომ იტალიელს ჩემპიონთა ლიგაზე მწვრთნელის რანგში დებიუტი ექნება.

ლიონელ მესი კი კარიერაში პირველად ითამაშეს „სან პაოლოს“ სტადიონზე, სადაც დიეგო მარადონას დღემდე აღმერთებენ. გატუზომ ცხადია მესი-მარადონას თემას გვერდი ვერ აუარა.

„მინდა ჩემმა გუნდმა აწეული თავებით ითამაშოს და არ შეეშინდეს მეტოქის. მინდა ცოცხალი გუნდის ხილვა, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს. მესი? უდიდესი ფეხბურთელია და მაგალითი ყველასთვის თავისი კარიერის კუთხით. წარმოუდგენელი თვისებები აქვს და რამდენიმე წელია ყველაზე დიდი მოთამაშეა. თუმცა, მხოლოდ მასზე არ უნდა ვიფიქროთ, ეს შეცდომა იქნება. „ბარსელონას“ წინააღმდეგ ვთამაშობთ და გუნდურად უნდა ვიფიქროთ.

მარადონა თუ მესი? დიეგო ფეხბურთის ღმერთია, ეს აქამდე მითქვამს. მასთან ახლოს არასდროს მქონია ურთიერთობა, მაგრამ ვიცი, რომ ჩემპიონი იყო. ახლა ვხედავ, რომ მესი აკეთებს იმას, რასაც მარადონა აკეთებდა“, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 25 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

0.11758