ფეხბურთი

16:45 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

როდრიგო კასტილიაში მიღებული წითელი ბარათით "ელ კლასიკოს" გამოტოვებს (+VIDEO)

მადრიდის „რეალის“ შემტევი როდრიგო „ელ კლასიკოს“ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. დისკვალიფიკაცია კი ახალგაზრდა ბრაზილიელმა კასტილიაში თამაშით გამოიწერა.

„რეალი B“ „სანსეს“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. როდრიგომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და გოლი პროვოკაციულად აღნიშნა. ამის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

შედეგად, ვინაიდან წითელი ბარათი დიდ გუნდშიც გადაჰყვა, 1 მარტს, კატალონიის „ბარსელონასთან“ შეხვედრა გაუცდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124666