ფეხბურთი

21:01 | 23.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქე: ბელარუსმა შეკრება დაიწყო და უზბეკეთი დაამარცხა

საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ ბელარუსის ნაკრებმა თებერვლის შეკრება დაიწყო და პირველი სპარინგ მატჩი უზბეკეთის ნაკრებთან გამართა.

მიხაილ მარხელის გუნდმა მეტოქის ძლევა მინიმალური ანგარიშით მოახერხა და ეს ერთადერთი გოლი 26-ე წუთზე პაველ ნეხაიჩიკმა გაიტანა. ბელარუსი აღნიშნული შეკრების ფარგლებში კიდევ ერთ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს და სოფიაში ბულგარეთის ნაკრებს 26 თებერვალს დაუპირისპირდება.

უზბეკეთთან კი, ბელარუსებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს.

ძირითადი შემადგენლობა: პავლიუჩენკო, დრაგუნი, მატვეიჩიკი, პოლიტევიჩი, კორზუნი, კენდიში, ლაპტევი, პავლოვეცი, ბურკო, სტასევიჩი, ნეხაიჩიკი

შეცვლაზე შევიდნენ: შვეცი, ლისაკოვიჩი, პოდსტრელოვი, კარპოვიჩი

შეგახსენებთ, საქართველო - ბელარუსის მატჩი 26 მარტს, თბილისში, 21:00 საათზე გაიმართება.

0.110418