ფეხბურთი

18:08 | 23.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ნეაპოლში დანაკლისით მიდის

კატალონიის „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნაპოლისთან“ მატჩისთვის 22 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორისაა, ახალწვეული მარტინ ბრაითვაითი. თუმცა, დანიელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს.

ამის მიუხედავად კიკე სეტიენი სკანდინავიელს იტალიაში მაინც იახლებს. ლუის სუარესისა და უსმან დემბელეს გარდა, კატალონელებს ნეაპოლში ტრავმების გამო სერხიო რობერტო და ჟორდი ალბაც ვერ დაეხმარებიან. იტალიაში კი, ასეთი შემადგენლობით მიემგზავრებიან.

ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური, მესი, ნეტო, ლენგლე, გრიზმანი, ბრაითვაითი, დე იონგი, ვიდალი, უმტიტი, ფირპო, ინიანი პენია, პუგი, კოლადო, ანსუ ფატი, არაუხო, აკიმი

შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა სამშაბათს თბილისის დროით 23:55საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112611