„დინამო თბლისმა“ უკრაინული „ლვოვიდან“ ბრაზილიელი თავდამსხმელი პერნამბუკუ ინათხოვრა. როგორც საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ვებგვერდი იტყობინება, სამხრეთ ამერიკილი თბილისში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.
ამის შემდეგ კი, „დინამოს“ ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვის უპირატესი უფლება ექნება.
პერნამბუკუ „დინამოს“ ჯერ კიდევ თურქულ შეკრებაზე შეუერთდა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 21 წლის მოთამაშის კარიერა სამშობლოში, „პორტუგუეზას“ რიგებში დაიწყო და ბოლო ხანს უკრაინულ „ლვოვში“ თამაშობდა.