სხვა

19:56 | 19.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბრძოლა უკიდურესად გამწვავდა

საქართველოს ქალთა ჩემპიონატზე ხელბურთში, ფოთის ოქროს ვერძმა 30-12 დაამარცხა წყალტუბო, ხოლო აჭარამ მოუგო სამტრედიას 26-23, რის შემდეგაც ფინალურ ოთხეულში მოსახვედრად ბრძოლა უკიდურესად გამწვავდა.

ქვეყნის ჩემპიონმა, ფოთის გუნდმა უპრობლემოდ დაამარცხა წყალტუბოს პრომეთე და 9 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. 8 ქულა აქვს სამტრედიას, 7 - აჭარას, 6-6 პეგასსა და მამულს.

18-18 ქულით ყვარელი და ქარიშხალა ლიდერობენ და მათი პოზიციები მტკიცეა, ნახევარფინალის დანარჩენი 2 საგზურისთვის კი ზემოთჩამოთვლილი 5 გუნდი იბრძოლებს. ამათგან ხვალ სენაკში ფოთი და აჭარა თამაშობენ, ზეგ კი - სამტრედია-ფოთი.

აჭარისა და სამტრედიის თამაში უკიდურესად დაძაბული იყო. პირველი წრის მატჩი სამტრედიამ 25-19 მოიგო, მაგრამ დღეს აჭარა მთელი თავიდან ბოლომდე წინ იყო, ხოლო სამტრედია მეტოქეს კვალში ედგა.

ცუდი სტარტის შემდეგ (1-6), სამტრედიელებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს (7-7), თუმცა, შესვენებაზე მაინც ჩამორჩნენ - 11-14. მეორე ნახევარში სამტრედია ორჯერ დაეწია მეტოქეს - 14-14 და 19-19, დასრულებამდე 10 წუთით ადრე. ქამაშიძემ და მჟავანაძემ ისეც წინ გაიყვანეს აჭარა და საბოლოოდ მათი გუნდი ანა კოჩალიძის ზედიზედ გატანილი 2 გოლის შემდეგ დაწინაურდა - 23-20 და საბოლოოდ, 26-23.

ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. 19 თებერვალი, სენაკი

წყალტუბო - ფოთი 12-30

წყ: სილაგაძე, კინწურაშვილი - ხეცურიანი 5, კეკუტია 4, კიკნაძე 2, კოხრეიძე 1, ბენდელიანი, შალამბერიძე, ჯანელიძე, ფაილოძე

ფოთ: ჯავახია, გრიგოლია, კარბაია - გოგია 12, დარჩია 5, რურუა 5, ბჟალავა 5, კობახია 2, კუპრიევა 1, ბაირამიდი

აჭარა - სამტრედია 26-23

აჭ: ქარჩავა, გორგოშაძე - დვალიშვილი 9, ქამაშიძე 5, კომახიძე 5, კოჩალიძე 3, ცივნარიძე 2, მჟავანაძე 2, სურმავა

სამ: კოპალეიშვილი, ბელთაძე - ბურკაძე 10, ჩხაიძე 5, ესაკია 4, ცირეკიძე 3, ჩალიშკანი 1, ჩოგოვაძე, კაპატაძე

მსაჯები: შ. სტურუა - თ. ბჟალავა

--------------------თ---მ---ფ---წ--------ბ-------ქ

ყვარელი------10---9---0---1---357-242--18

ქარიშხალა----10---9---0---1---299-258--18

ფოთი-----------8---4---1---3---168-134---9

სამტრედია-----8---4---0---4---154-153---8

აჭარა------------8---3---1---4---178-166---7

პეგასი---------10---3---0---7---252-273---6

მამული-------10---3---0---7---219-267---6

წყალტუბო-----8---0---0---8---118-252---0

20 თებერვალი, სენაკი

12:00 ფოთი - აჭარა

13:30 სამტრედია - წყალტუბო

21 თებერვალი, სენაკი

12:00 სამტრედია - ფოთი

13:30 წყალტუბო - აჭარა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130929