სხვა

20:23 | 17.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისმა ბოლო 10 წუთში მოიგო  

ხელბურთის უმაღლეს ლიგაში ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ 36-24 მოუგო გორს, ხოლო ქუთაისმა 37-27 დაამარცხა პეგასი.

ორივე დღევანდელი გამარჯვებული საკმაო უპირატესობითაა პირველ-მეორე ადგილებზე. ბათუმელებს გორთან პრობლემები არ ჰქონიათ, ქუთაისმა კი 15-10 მოგებული პირველი ნახევრის შემდეგ უპირატესობა თითქმის გაფლანგა - დასრულებამდე 10 წუთით ადრე თბილისელებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს (24-25), თუმცა, ეს მათი ბოლო გაბრძოლება აღმოჩნდა. დარჩენილ დროში ქუთაისის უპირატესობა სწრაფად გაიზარდა, 37-27.

ხვალ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თამაშობენ: 15:00 გორი - ქუთაისი, 17:00 პეგასი - BSB ბათუმი რეგულარულ პირველობაზე გუნდები 21 ტურს ითამაშებენ, ამის შემდეგ კი 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალურ ოთხეულში განაგრძობს.

ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 17 თებერვალი, ოლიმპიური სასახლე

გორი - BSB ბათუმი 24-36

გორ: გლუნჩაძე - ახალბედაშვილი 5, გაგლოშვილი 5, დალაქიშვილი 5, ჯაფიაშვილი 4, ზუბიაშვილი 3, ბერუაშვილი 1, ბეთლემიშვილი 1, ნიაზაშვილი

ბათ: ტორონჯაძე, ანთიძე - აბრამიშვილი 7, ტიელიძე 6, გიორგაძე 6, სიმონია 4, გოგოლაძე 3, ლაპიაშვილი 3, მჟავანაძე 3, მიქავა 2, ბერძენიშვილი 2, ტალახაძე, სტოლბოვი, მსხვილიძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი

პეგასი - ქუთაისი 27-37

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი - კუხალაშვილი 9, პატაშური 6, ჟვანია 5, ბაძაღუა 4, ჩეჩელაშვილი 2, მდივანი 1, კოხრეიძე, შუბითიძე, უთმელიძე, გ. არეშიძე, ა. არეშიძე

ქუთ: გულეიშვილი, რუხაძე 1 - გამზარდია 10, ხაჟომია 7, რუსტამოვი 5, სტურუა 5, მერკვილაძე 2, სურმავა 2, ზარნაძე 2, ფერაძე 1, ლომიძე 1, აბულაძე 1, კობახიძე, ჯუღელი, იმნაძე

მსაჯები: თ. კევლიშვილი, გ. გველესიანი

--------------------თ---მ---ფ---წ--------ბ-------ქ

BSB ბათუმი--11--10---0---1---429-292--20

ქუთაისი------11---9---0---2---455-343--18

სტუ-იმედი---10---7---0---3---318-264--14

პეგასი---------11---7---0---4---356-340--14

სამტრედია---10---4---0---6---322-396---8

გორი----------11---3---0---8---321-395---6

სპორტუნი----10---2---0---8---308-374---4

წყალტუბო----10---0---0--10---241-346---0

18 თებერვალი

15:00 გორი - ქუთაისი

17:00 პეგასი - BSB ბათუმი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11902