ფეხბურთი

20:16 | 15.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" კიევის "დინამოსთან" დამარცხდა

„დინამო თბილისმა“ თურქული შეკრება მარცხით დაასრულა. კახა ჩხეტიანის გუნდი კიევის „დინამოს“ გაეჯიბრა და 0:2 დამარცხდა.

საქართველოს ჩემპიონს ჰქონდა საგოლე მომენტები და პენალტიც შეასრულა, მაგრამ კუხიანიძემ შანსი გაანიავა და კიეველებს კარის მშრალად შენახვის შესაძლებლობა მისცა.

უკრაინელთა მხრიდან გოლები კედზიორამ და რუსინმა გაიტანეს. გეტყვით, რომ „დინამოს“ რიგებში ბრაზილეილმა თავდამსხმელმა პერნამბუკუმ ითამაშა, რომელიც გუნდს ახლახან შეუერთდა და პენალტიც მან მოიპოვა.

„დინამომ“ თურქეთში შვიდი ამხანაგური თამაში ჩაატარა, ერთხელ მოიგო და ხუთჯერ დამარცხდა.

თბილისური გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში გააგრძელებს და 23 თებერვალს საქართველოს სუპერთასზე „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115656