ფეხბურთი

15:05 | 15.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - ბელარუსი: ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის, საქართველო - ბელარუსის ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში დაიწყო.

22 თებერვლიდან ბილეთების გაყიდვა უკვე სალაროებშიც დაიწყება, ხოლო 23 თებერვალს, ერთი დღით "მიხეილ მესხის" სტადიონის სალაროებშიც გაიყიდება, სადაც საქართველოს სუპერთასის მატჩია ჩანიშნული.

ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია, ხოლო მისი შეძენა გულშემატკივარს ვებგვერდ TKT.ge-ზე შეუძლია. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ერთ მომხმარებელს მხოლოდ ოთხი ბილეთის შეძენ შეუძლია, როგორც ონლაინ, ისე სალაროში ყიდვის შემთხვევაში.

გულშემატკივართა საყურადღებოდ: ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრის ყველა ბილეთზე, მითითებულია კონკრეტული შესასვლელი - გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული სტადიონის კარი.

შეგახსენებთ, რომ საქართველო - ბელარუსის მატჩი 26 მარტს, "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება.

0.149078