ფეხბურთი

21:56 | 13.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" "ოლიმპიკთან" დამარცხდა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ თურქეთში დონეცკის „ოლიმპიკთან“ ითამაშა. გია გეგუჩაძის გუნდი მეორე შეკრებაზე იმყოფება და უკრაინის პრემიერლიგის ბინადართან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

„დინამოს“ ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, რიგ ეპიზოდებში მეტოქეს აჯობა კიდეც, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა. მატჩის ბედი ბალაშოვის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა,რომელმაც პირველ ტაიმში აიღო იჰორ ლევჩენკოს კარი.

გეტყვით იმასაც, რომ „ოლიმპიკის“ შემადგენლობაში მე-80 წუთიდან ითამაშა თემურ ჩოგაძემ, რომელიც დონეცკელებს მიმდინარე წელს შეუერთდა.

გია გეგუჩაძემ მისი გუნდი შემდეგი შემადგენლობით ათამაშა: ლევჩენკო, კობახიძე, ობოაბონა, ჩალაძე, გეგეჭკორი, ტეიდი, მანჯგალაძე, ვაგნერი, ჯიღაური, ვინისიუსი, ჯოვინო.

ცვლილებაზე შევიდნენ: ალავიძე, გაგოშიძე, ფაცაცია, ნავალოვსკი, მელიავა, მამუჩაშვილი, ცინცაძე, თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ჯიჯავაძე, დვალიშვილი

„დინამო ბათუმი“ – „ოლიმპიკი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ბალაშოვი (20)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113102