კალათბურთი

10:04 | 13.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინდიანა პეისერსმა" მოიგო - ბითაძე კვლავ არ ათამაშეს

NBA-ს განვითარების ლიგაში განათხოვრებული გოგა ბითაძე „ინდიანა პეისერსმა“ უკან დაიბრუნა, თუმცა ნეიტ მაკლმილანმა ქართველ კალათბურთელს თავის გამოჩენის საშუალება კვლავ არ მისცა. ჩვენებურის გუნდმა ოლ სტარის" უქმეებამდე ბოლო მატჩი ჩაატარა, რომელმაც შინ „მილუოკი ბაქსს“ უმასპინძლა და ზედიზედ 6 მარცხის შემდეგ 7 ქულიანი უპირატესობით - 118:111 მოიგო.

აღნიშნულ შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა ტი ჯეი ვორენმა ჩააგდო, ამერიკელმა 39 წუთში 35 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ორმაგი დუბლით კი მაილს ტერნერი და მალკომ ბროგდანი გამოირჩნენ.

55 ტურის შემდგომ „ინდიანას“ 32 მოგების საპირისპიროდ 23 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციაში იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ნეიტ მაკმილანის გუნდი 22 თებერვალს ნიუ-იორკ ნიქსთან ჩაატარებს.

0.122737