სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჭიდაობა

22:50 | 12.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლომაძის ვერცხლი: ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 4 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა.

დასკვნითი მედალი საქართველოს 72 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე იური ლომაძემ მოუტანა. ქართველი ფალავანი რომის ხალიჩაზე შესაშურად ჯერ კიდევ გუშინ გაისარჯა და ფინალში გავიდა, სადაც დღეს გერმანელ ფრანკ სტებლერს დაეჭიდა.

ფინალურ შეხვედრაში პირველი ქულა იურიმ მიითვლა, თუმცა შემდეგ უპირატესობას გერმანელი დაეუფლა და საბოლოოდ ქართველი 2:6 დამარცხდა, რის შედეგადაც ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ლომაძემ ფიანალამდე საწყისი ორ შეხვედრაში ბელარუს იური კანკუს და ხორვატ დომინიკ ეტლინგერს 11:0 აჯობა, ნახევარფინალში კი, თურქ სელჩუკ ჯანს გაეჯიბრა, რომელთანაც ასევე არ გასჭირვებია - 7:0.

შეგახსენებთ, ლომაძემდე ლევან არაბულმა (130 კგ) ვერცხლის, ხოლო ნუგზარ წურწმუმიამ (55კგ) და ამირან შავაძემ (60 კგ) ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.

ამრიგად, საქართველოს ბერძნულ-რომაულ მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა ოქროს მედლის გარეშე დაასრულა, მაგრამ ოთხი მედალი (ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო) მოიპოვა. აქვე გეტყვით, რომ არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 82 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილი დაიკავა. ჩამორჩა რა, რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის ნაკრებებს.

14 თებერვლიდან კი, ასპარეზობაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ჩაერთვება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111996
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X