ფეხბურთი

16:46 | 11.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" დირექტორი: "ჯერარდის დაბრუნება შეუძლებელია"

„ლივერპულის“ გენერალურმა დირექტორმა პეტერ მურმა სტივენ ჯერარდის დროებით დაბრუნება, რომ პრემიერლიგის ოქროს მედალი მიიღოს, გამორიცხა.

„წითლების“ ქომაგებმა სოციალურ ქსელში პეტიცია შექმნეს, რომლის მიხედვით კლუბს სეზონის ბოლო ხუთი თამაშისთვის განაცხადში ჯერარდის შეყვანას სთხოვენ, რომ ჩემპიონობა მოიპოვოს. თუმცა, მურმა ეს შესაძლებლობა გამორიცხა.

„შესაძლებელია თუ არა ჯერარდისთვის კონტრაქტის გაფორმება ოქროს მედლის მისაღებად? მე კითხვას ასე დაგისვამთ: რომელ მოთამაშეს ეტყვით განაცხადიდან ამოღებას ამის გასაკეთებლად? სტივენი ახლა სხვა კლუბის თანამშრომელია.

ჩვენ ყველას გვიყვარს სტივიჯი, ვამაყობთ მისი წარმატებით სამწვრთნელო ასპარეზზე. ბევრი გვთხოვს ხუთი მატჩით მისთვის კონტრაქტის გაფორმებას, რომ მედალი მიიღოს, მაგრამ ეს ასე არაა. გუნდში ატმოსფერო ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ როგორ უნდა ამოვშალოთ განაცხადიდან ვინმე და ვუთხრათ მას, რომ ის მედალს არ მიიღებს“, - თქვა მურმა.

შეგახსენებთ, რომ ჯერარდმა „ლივერპულში“ 17 წელი ითამაშა და ყველა ტიტული მოიგო პრემიერლიგის გარდა. მათ შორის არის ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი და ევროპის სუპერთასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112086