ფეხბურთი

1:36 | 11.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

არიედო ბრაიდა: "ბარსელონადან" მესის წასვლა შესაძლებელია"

კატალონიის „ბარსელონასა“ და „მილანის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა არიედო ბრაიდამ ლიონელ მესის ესპანური გრანდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

იტალიელმა Radio Anch’io-სთან განიხილა ეს შესაძლებლობა და განაცხადა, რომ შეუძლებელი არაფერია.

„ძალიან, ძალიან რთულია, რომ მესიმ „ბარსელონა“ დატოვოს, მაგრამ არა შეუძლებელი. ვის შეუძლია მისი შეძენა იტალიაში? მნიშვნელოვან გუნდებს ნამდვილად, ლეოს იტალიაში გადმოსვლა გლობალური იმიჯი იქნება. ის ძალიან ძვირი ფეხბურთელია, მაგრამ მასთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია“, - განაცხადა ბრაიდამ.

შეგახსენებთ, მესი „ბარსელონადან“ შესაძლო წასვლაზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც არგენტინელი სპორტულ დირექტორ ერიკ აბიდალს საჯაროდ დაუპირისპირდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117914