ფეხბურთი

22:48 | 8.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" დესტის დამატება სურს

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების და ამსტერდამის "აიაქსის" მცველმა, 19 წლის სერჟინიო დესტმა შესაძლოა კარიერა "ბაიერნში" გაატაროს. მიუნხენელებმა მარჯვენა ფლანგელი ალვარო ოდრიოსოლა სეზონის ბოლომდე ინათხოვრეს და როგორც Bild-ი იუწყება მის პოზიციაზე დესტს განიხილავენ.

გერმანელები მზად არიან ჰოლანდიელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადონ და მოლაპარაკებებს ზაფხულიდან დაიწყებენ. ჯერჯერობით უცნობია "აიაქსის" პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. დესტი პირველ გუნდში მიმდინარე სეზონის დასაწყისში დააწინაურეს და 28 შეხვედრაში თავი ორი გოლით და ექვსი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.11409