ფეხბურთი

22:24 | 7.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუ "ბარსელონას" თამაშით კმაყოფილია

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ "ბილბაოსთან" წაგებული ესპანეთის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "ბარსელონამ" კარგად ითამაშა და თუ გუნდი ასე გააგრძელებს ასპარეზობას წარმატება აუცილებლად მიაღწევს.

"ბევრი მომენტი გვქონდა და კარგად ვითამაშეთ. ფეხბურთელებმა მოტივაცია და ამბიცია დაგვანახეს, ხოლო "ბილბაოს" ერთ მომენტში გაუმართლა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ჩვენ მეტს ვიმსახურებდით, თუმცა რთულია "ატლეტიკთან" სტუმრად თამაში. ახლა ჩვენ მობილიზაცია ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგაზე უნდა მოვახდინოთ და თუ ასე გავაგრძელებთ თამაშს, წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ." - განუცხადა Barca TV-ს ბართომეუმ.

"ბარსელონამ" "ბილბაოსთან" ბოლო წუთზე გაუშვა გოლი, მატჩის მიერ კომპენსირებული დროის მესამე წუთზე სერხიო ბუსკეტსმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და "ბლაუგრანა" თასს გამოეთიშა.

0.115323