ფეხბურთი

21:59 | 3.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" მეორე შეკრება დაიწყო

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ახალი სეზონის წინ მეორე შეკრება დაიწყო. დღეს გუნდმა ორჯერადი ვარჯიში ჩაატარა.

გუნდთან ერთად ივარჯიშა სლოვაკმა ახალწვეულმა ფილიპ ორშულამ, რომელიც დედაქალაქურ გუნდს თავიდან სინჯებზე შეუერთდა, ხოლო შემდეგ კონტრაქტი გააფორმა.

„დინამო“ 6 თებერვალს ამხანაგურ თამაშს სერბული „რადნიკის“ წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, კახა ჩხეტიანის გუნდმა პირველ შეკრებაზე სამივე სპარინგთამაში წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117424