სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:45 | 3.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

იმმობილე, რონალდუ და ლუკაკუ
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A-ს XXII ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში სიტუაცია უცვლელი დარჩა, რადგან ყველა ლიდერმა მოიგო.

თავდაპირველად „იუვენტუსმა“ ფლორენციის „ფიორენტინას“ უმასპინძლა და საბოლოო ჯამში სოლიდური სხვაობით კი დაამარცხა, მაგრამ ნერვიულობა მაინც მოუწია. პირველ ტაიმში ფლორენციელებს მრისხანე მეტოქისთვის ტოლი არ დაუდიათ და ორჯერ ძალიან ახლოსაც იყვნენ გოლთან, თუმცა ვოიცეხ შჩესნი იყო უშეცდომო. ტაიმის მიწურულს სამაგიეროდ ტურინელები დაწინაურდნენ. ხერმან პეცელას ბურთი საჯარიმოში ხელზე მოხვდა და პენალტი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. მეორე ნახევარში პორტუგალიელმა კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი გაიტანა და დუბლი გაიფორმა, ხოლო საბოლოო ანგარიში მატიას დე ლიხტმა დააფიქსირა.

რონალდუმ მიჯრით 9 შეხვედრაში გაიტანა სერია A-ში და 2005 წელს დავიდ ტრეზეგეს მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა. ამაზე კარგი სერია „იუვეს“ არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია. ახლა პორტუგალიელი ზოგადად სერია A-ს რეკორდს უტევს, რადგან გაბრიელ ბატისტუტას 11-მატჩიან სერიამდე არც ისე ბევრია დარჩენილი. ვთქვათ ისიც, რომ „იუვენტუსმა“ სერია A-ში 1600-ე თამაში მოიგო და პირველი იტალიური გუნდია, რომელმაც ხსენებულ ნიშნულს უწია. ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ „ფიორენტინას“ პრეზიდენტი როკო კომისო მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა და ეს ღიად განაცხადა. კომისო მისი გუნდის კარში დანიშნულ ორ პენალტს აპროტესტებდა, პაველ ნედვედმა კი, ურჩია, რომ ჩაი დალიოს. ჩეხის აზრით, „იუვეს“ მოწინააღმდეგეები ყოველთვის ალიბს ეძებენ წაგების გასამართლებლად. ისე, უნდა ვთქვათ, რომ კომისოს მეორე პენალტზე კიდევ შეუძლია პრეტენზიების გამოთქმა (თუმცა, აქაც აშკარად იყო კონტაქტი მცველსა და შემტევს შორის), მაგრამ პირველი პენალტის ეპიზოდში პეცელამ კარისკენ მიმავალი ბურთი აშკარად ხელით შეაჩერა და ეს თამაშის წესის დარღვევაა, მითუფრო ახალი წესებით. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, „იუვენტუსმა“ ნეაპოლში განცდილი მარცხის შემდეგ ხასიათი გამოიკეთა, კრიშტიანუ რონალდუს კი, 2020 წელს მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია - 6 თამაში, 10 გოლი.

„იუვენტუსის“ გამარჯვებას გამარჯვებითვე უპასუხა მილანის „ინტერმა“. ანტონიო კონტეს გუნდს ცუდი სერია ჰქონდა, მიჯრით სამი ფრით ჩავიდა უდინეში, სადაც ლაუტარო მარტინესისა და სამირ ჰანდანოვიჩის გარეშე უწევდა თამაში. სამაგიეროდ დებიუტი ჰქონდა სერია A-ში კრისტიან ერიკსენს. დანიელმა დიდად ვერაფერი, მაგრამ რომელუ ლუკაკუმ კი ითამაშა ბრწყინვალედ. ბელგიელმა დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს მოაგებინა. რომელუს მიმდინარე სეზონში სტუმრად 11 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და მას შემდეგ, რაც გუნდებს გამარჯვებაზე სამი ქულა ენიჭებათ, იტალიის ჩემპიონატში მსგავსი ეტაპისთვის ასეთი შედეგი გასვლით თამაშებში არავის ჰქონია. „ნერაძურის“ სტუმრად 33 შესაძლო ქულიდან 29 აქვს მოპოვებული და 2006-2007 წლების სეზონში მიღწეული პირადსარეკორდო ნიშნული გაიმეორა. „ინტერი“ „იუვეს“ კვალში უდგას და სამი ქულით ჩამორჩება, ხოლო „ლაციოს“ 2 ქულით უსწრებს.

თუმცა, „ლაციოს“ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, რომელსაც შუა კვირაში საკუთარ მოედანზე „ვერონასთან“ გამართავს და სიმონე ინძაგის გუნდი ისეთ გასაოცარ ფორმაშია, ძნელად სავარაუდოა, რომ ქულები გაანიავოს. ასე, რომ პოტენციურად მეორე პოზიციაზე და ლიდერთან ორქულიანი ჩამორჩენით „არწივები“ არიან. „ლაციალემ“ ამჯერზე ბოლოადგილოსანი „სპალი“ საკუთარ მოედანზე დაარბია - 5:1. პირველივე ტაიმში ყველაფერი გარკვეული იყო, როდესაც ჩირო იმმობილემ და ფელიპე კაისედომ დუბლები შეასრულეს. იმმობილე ტემპს არ აგდებს და რონალდუს ახლოს არ უშვებს - 25 გოლი 21 ტურში! სერია A-ს ისტორიაში 21 ტურისთვის ამაზე უკეთესი მაჩვენებელი არავის ჰქონია და ზუსტად ანალოგიური შედეგით 1959 წელს მხოლოდ ვალენტინ ანგელილო გამოირჩა. სამართლიანობისთვის ისიც ვთქვათ, რომ ჩიროს მთლად 21 ტური არ გამოსდის, როგორც უკვე ვთქვით, მის გუნდს ერთი თამაში გამოტოვებული აქვს, რომელსაც ოთხშაბათს გამართავს. ამასობაში დედაქალაქელების ჩემპიონობა სავსებით რეალურია, რადგან ლიდერს კუდში მისდევს და მასთან შედარებით ის უპრატესობა აქვს, რომ მხოლოდ ერთ ფრონტზე შეუძლია კონცენტრირება, რადგან ყველა სხვა ტურნირი მისთვის ამ სეზონში დასრულებულია. სიმონე ინძაგიმ კი, ნამატჩევს ხმამაღლა თქვა, მეორე ადგილი ახლა რომ მოგვანიჭონ, არ დავთანხმდებითო და გამოდის სკუდეტოს უმიზნებს!

„მილანმა“ 2020 წელი შესანიშნავად დაიწყო და ზედიზედ ხუთი თამაში მოიგო, მაგრამ მცირე ტრავმის გამო ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოაკლდა და ისევ უფერული თამაში. „როსონერი“ „ვერონასთან“ „სან სიროზე“ აგებდა, მალევე გაათანაბრა, თუმცა მერე ვერაფერი შეცვალა. სტუმრებს ფეხბურთელიც გაუძევეს მეორე ნახევარში, მაგრამ სტეფანო პიოლის გუნდმა ამითაც ვერ ისარგებლა და ეგ კი არა, ბეწვზე გადაურჩა ბოლოს გაშვებულ გოლს და წაგებას. სხვათა შორის, სერია A-ში დებიუტი ჰქონდა დანიელ მალდინის, რომელიც „მილანის“ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში ითამაშა და 21-ე საუკუნეშია დაბადებული. დანიელი ლეგენდარული პაოლოს ვაჟია. მოკლედ, „მილანში“ მალდინების დინასტია გრძელდება - ჩეზარე, პაოლო და დანიელი.

ბერგამოს „ატალანტამ“ წინა ტურში სტუმრად „ტორინო“ 7:0 გააცამტვერა, მაგრამ ახლა შინ გასავარდნ ზონაში მყოფ „ჯენოას“ ბევრი ვერაფერი დააკლო და კინკილა ქულას დასჯერდა, რითაც „რომასთან“ ქულებით მხოლოდ გათანაბრება მოახერხა. თავის მხრივ, „ტორინო“ ალბათ სულ მალე მთავარ მწვრთნელ ვალტერ მაძარის დაითხოვს, რადგან „ატალანტასთან“ 0:7 წაგებას, „ლეჩესთან“ 0:4 მარცხი მოჰყვა, რაც ცხადია კატასტროფული შედეგია. ამას ემატება შუა კვირაში იტალიის თასიდან გამოვარდნაც, თუმცა, იქ ტურინელებს მაინც უნდა აპატიონ, „მილანთან“ სტუმრად ბოლომდე იბრძოლეს და დამატებით დროში წააგეს. მთლიანობაში „ხარების“ საქმე მართლაც სავალალოდაა.

სერია A-ს XXII ტური ორშაბათს, „სამპდორიასა“ და „ნაპოლის“ შეხვედრით დასრულდება.

„იუვენტუსი“ – „ფიორენტინა“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 რონალდუ (40, პენ), 2:0 რონალდუ (80, პენ), 3:0 დე ლიხტი (90)

„მილანი“ – „ვერონა“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ფარაონი (13), 1:1 ჩალჰანოღლუ (29)

„ატალანტა“ – „ჯენოა“ 2:2 (2:2)

გოლები: 1:0 ტოლოი (12), 1:1 კრიშიტო (19, პენ), 1:2 სანაბრია (33), 2:2 ილიჩიჩი (35)

„ლაციო“ – „სპალი“ 5:1 (4:0)

გოლები: 1:0 იმმობილე (3), 2:0 კაისედო (16), 3:0 იმმობილე (29), 4:0 კაისედო (38), 5:0 ადეკანიე (58), 5:1 მისიროლი (65)

„ლეჩე“ – „ტორინო“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 დეიოლა (11), 2:0 ბარაკი (19), 3:0 ფალკო (64), 4:0 ლაპადულა (78, პენ)

„უდინეზე“ – „ინტერი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ლუკაკუ (64), 0:2 ლუკაკუ (71, პენ)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.26409
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X