ფეხბურთი

2:05 | 2.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკოს“ მოუგებელი, უგოლო სერია გრძელდება

„რეალმა“ მადრიდულ დერბიში „ატლეტიკო“ ბენზემას ერთადერთი გოლით დაამარცხა და უშუალო კონკურენტ „ბარსელონას“ ექვსი ქულით გაუსწრო, თუმცა კატალონიურ კლუბს კვირას „ლევანტესთან“ აქვს სათამაშო.

დერბი ამოდ საცქერი ნადვილად არ ყოფილა, თუმცა თუ დიეგო სიმეონეს გუნდის ბოლოდროინდელ მატჩებს გავიხსენეთ, გასაკვირი არაფერი უნდა იყოს.

მიმდინარე სეზონის ორ შეხვედრაში მადრიდელ მეტოქეებს ერთურთისთვის გოლი ვერ გაეტანათ. ამჯერად „სამეფო კლუბმა“ იყოჩაღა, ბენზემამ 56-ე წუთზე შეაგდო. ეს ლოგიკურიც იყო, ზიდანის ბიჭები უკეთ გამოიყურებოდნენ და გამარჯვებაც მათზე ალალი გახლდათ.

თუმცა პირველ ტაიმში გაუჭირდათ. ერთი ხანი სტუმრებმა იძალეს, ძელსაც გაარტყეს ბურთი. ზიდანმა შესვენებაზე სწორი დასკვნები გააკეთა, მინდორზე ვინისიუსი და ლუკას ვასკესი შეუშვა, ტრადიციულ ტაქტიკურ სქემას (4-3-3) დაუბრუნდა და თამაშიც გაამწვავა.

ბენზემას გოლიც ვინისიუსის შესანიშნავ გარჯას მოჰყვა. რეალელები ერთ გოლს არ დასჯედნენ და ზეწოლას აგრძელებდნენ, „ატლეტიკო“ კი საკუთარ ჩრდილს დაემსგავსა.

შესვენების შემდეგ, სტუმრებმა პირველად კარისკენ 70-ე წუთზე დაარტყეს. ხოლო პირველი კუთხური 78-ე წუთზე მოაწოდეს.

„ატლეტიკომ“ ზედიზედ მესამედ ითამაშა მოუგებლად და უგოლოდ.

ესპანეთი

პრიმერა. 22-ე ტური. 1 თებერვალი

რეალი - ატლეტიკო 1:0

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ.“ 77 223

1:0 ბენზემა (56)

რეალი: კურტუა, მენდი, რამოსი, ვარანი, კარვახალი, კროოსი (ვინისიუსი 46), კაზემირო, ვალვერდე, მოდრიჩი, ისკო (ლუკასი 46), ბენზემა

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ატლეტიკო: ობლაკი, ლოდი, ფელიპე, სავიჩი, ვრსალკო, საული, ტომასი (კამელიო 74), ლიორენტე, კორეა, მორატა (ლემარი 50), ვიტოლო (კარასკო 71)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: ხავიერ ფერნანდესი

გადრთხილება: მენდი (83), კაზემირო (88); ფელიპე (66), ვრსალკო (80)

გრანადა - ესპანიოლი 2:1

0:1 დე ტომასი (27 პენ), 1:1 მაჩისი (38), 2:1 ფერნანდესი (46)

მალიორკა - ვალიადოლიდი 0:1

0:1 უნალი (56)

ვალენსია - სელტა 1:0

1:0 სოლერი (77)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103675