ფეხბურთი

21:25 | 1.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვალიადოლიდმა" "ბარსელონას" ფეხბურთელი იჯარით დაიმატა

"ვალიადოლიდმა" "ბარსელონას" მომავალი ფეხბურთელი მათეუს ფერნანდესი იჯარის წესით სეზონის ბოლომდე დაიმატა. ბრაზილიურმა კლუბმა და "ბლაუგრანამ" შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, რომ ფეხბურთელი "ბარსელონაში" 2020 წლის ივლისში ოფიციალურად ჩაირიცხება და კლუბთან კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს.

როგორც ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურტელის სანაცვლოდ სამხრეთამერიკელები 7 მილიონ ევროს და ბონუსის სახით შესაძლოა 3 მილიონი ევრო მიიღონ. ფერნანდესის გამოასყიდი თანხა კონტრაქტის მიხედვით 300 მილიონი ევრო იქნება.

მათეუსი "ბოტაფოგოს" აკადემიის აღზრდილია და ამ კლუბის პირველ გუნდში ჩატარებულ 76 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა. ფეხბურთელი "პალმეირასში" 2019 წელს გადავიდა და 11 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა. მიმდინარე სეზონის ბოლომდე კი შეთანხმებისამებრ "ვალიადოლიდში" ითამაშებს და "ბარსელონას" ზაფხულში შეუერთდება.

0.134803