სხვა

17:12 | 27.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხელბურთის უმაღლესი ლიგა განახლდა

ხელბურთის ეროვნულ ჩემპიონატზე მეორე წრე დაიწყო. ოლიმპიურ სასახლეში სტუ-იმედმა 44-27 დაამარცხა სპორტის უნივერსიტეტი, თბილისის პეგასმა კი 45-38 მოუგო გორის გუნდს. ხვალ და ზეგ მორიგი მატჩებია.

ფინალურ ოთხეულში გასასვლელად მებრძოლმა ორივე გუნდმა დღეს უპრობლემოდ მოიგო. ხვალ იმედი-სტუ და პეგასი მეტოქეებს გაცვლიან, ხოლო ზეგ ერთმანეთს ეთამაშებიან. ხვალ და ზეგ ოლიმპიურ სასახლეში თამაშები 16 საათზე დაიწყება.

დასავლეთ საქართველოს 4 გუნდი, მათ შორის ორი ლიდერი, ქუთაისი და შავი ზღვის ბიჭები, მე-8-10 ტურის მატჩებს 3-5 თებერვალს გაართავს ზესტაფონის სპორტის სასახლეში. სამწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას საჩემპიონ პლეიოფში განაგრძობს.

უმაღლესი ლიგის თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 27 იანვარი, ოლიმპიური სასახლე

სპორტუნი - იმედი-სტუ 27-44

სპ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი - ბულბულაშვილი 5, იმნაძე 5, ზურაბიანი 5, იობაშვილი 4, ჩიკვილაძე 4, ჩაკვეტაძე 3, დელიბაშვილი 1

იმ: ცინცაძე, ხიდეშელი - ყორიაული 7, გოგალაძე 7, კორსანტია 6, აბჟანდაძე 6, ერისთავი 5, გრიშიკაშვილი 4, გავაშელიშვილი 4, დოლმაზაშვილი 3, ჭელიძე 2, თიგიშვილი

გორი - პეგასი 38-45

გორ: თითირაშვილი, ვათიაშვილი - გაგლოშვილი 12, დალაქიშვილი 11, მჭედლიშვილი 4, ახალბედაშვილი 3, ჯაფიაშვილი 3, ზუბიაშვილი 2, ნიაზაშვილი 2, ბერუაშვილი 1

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი - ჟვანია 9, კოხრეიძე 8, კუხალაშვილი 6, გვაზავა 6, ბაძაღუა 5, პატაშური 5, ჩეჩელაშვილი 2, შუბითიძე 2, გ. არეშიძე 1, მდივანი 1, კობახიძე, ა. არეშიძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი

--------------------თ---მ---ფ---წ-------ბ-------ქ

ქუთაისი-------7---6---0---1---301-220--12

BSB ბათუმი---7---6---0---1---261-185--12

პეგასი----------8---6---0---2---270-241--12

სტუ-იმედი----8---5---0---3---240-209--10

გორი-----------8---3---0---5---257-309---6

სამტრედია----7---3---0---4---218-246---6

სპორტუნი-----8---1---0---7---238-306---2

წყალტუბო----7---0---0---7---163-232---0

28 იანვარი

16:00 პეგასი - სპორტუნი

17:45 იმედი-სტუ - გორი

29 იანვარი

16:00 სპორტუნი - გორი

17:45 იმედი-სტუ - პეგასი

დასავლეთი: 8-10 ტურები

3-5 თებერვალი, ზესტაფონი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115591