სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

14:42 | 26.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნუნუ გომეში - შეხვედრა წარსულთან
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

გასულ კვირას, ტრადიციად ქცეულ ვეტერან ფეხბურთელთა ტურნირზე - “ზამთრის თასზე“ (რომელსაც წელს ბათუმმა უმასპინძლა) მოლოდინასამებრ ბევრ ახლო წარსულში ლეგენდარულ ფეხბურთელს შევხვდი. რაკი ამ ტურნირს თითქმის არასოდეს ვაცდენ, ეს ჩემთვის ყოველი წლის იანვრის მთავარი სიამეა ხოლმე.

ფერ-ხორცზე მოსულ ვეტერან ქართველ ფეხბურთელებზე თვალის შევლება და მათთან გამოლაპარაკებაც ნამეტანი კარგი რამაა, მაგრამ ჩემთვის, როგორც ფლორენციის “ფიორენტინას“ ძველი გულშემატკივრისთვის მთავარი მაინც ლეგენდარულ პორტუგალიელ შემტევ ნუნუ გომეშთან შეხვედრა იყო. როგორც აღმოჩნდა, მას უკვე დაუკარგავს სისწრაფე, გოლის გატანის ალღო, საფეხბურთო მოტივაცია, მაგრამ არადა არ დაუკარგავს იერი და გარეგნულად ზუსტად ისეთივეა, როგორიც ამ 15 წლის წინ იყო.

ნუნუ გომეშთან შეხვედრის შემდეგ დავფიქრდი, უფრო სწორად შევფიქრიანდი, მერე ჩემი ეჭვები გადავამოწმე და აღმოვაჩინე, რომ ამ კაცზე არასოდეს არაფერი დამიწერია. ნამდვილად არ ვიცი თუ რატომ მივივიწყე ნუნუ, როდესაც სხვადასხვა დროს “ვიოლას“ ლამის ყველა ფეხბურთელზე მაქვს რამე დაწერილი და ისეთებზეც კი, ღმერთსა და მისი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასაც კი რომ მიავიწყდა. ეს ნინუ თითქოს სულ მახსოვდა, თითქოს სულ “ერთი ხელის გაწვდენაზე“ იყო, მაგრამ მასზე სიტყვა არასდროს დამისველებია, რაც ცხადია დიდ უსამართლობად ვცანი და ახლა ვაპირებ ამის გამოსწორებას.

2000 წელს, “არტემიო ფრანკის“ ჭიშკარი პირველად რომ შეაჭრიალა უკვე 24 წლის იყო. ეს ის დროა, როდესაც ფეხბურთელებს ყველაფერი ნანახი, გადალახული და დამტკიცებული აქვთ. ნუნუს კი შემდგარი გოლეადორობის მიუხედავად,(პორტუგალიაში უკვე 100 გოლი ქონდა გატანილი) ლისაბონის “ბენფიკადან“ პორტუგალიური კლუბის ბოსებთან დაპირისპირების გამო თავქუდმოგლეჯილს მოუწია გამოქცევა და “ფიორენტინაში“ მაშინ მივიდა, როდესაც კლუბი დიდი მიზნებისკენ იკვალავდა გზას.

ფლორენციელთა მაშინდელმა ოდიოზურმა პრეზიდენტმა ვიტორიო ჩეკი გორიმ ნუნუ კლუბში მარტო არ დატოვა და მას კიდევ ერთი უმაგრესი პორტუგალიელი, ნახევარმცველი რუ კოშტა შეუწყვილა. ამას ემატებოდა ჯერ კიდევ ტოსკანაში მყოფი გოლკიპერი ფრანჩესკო ტოლდო, ლეგენდარული გაბრიელ ბატისტუტა (რომელმაც მხოლოდ ერთი არასრული წელი ითამაშა გომეშის მხარდამხარ) და ტურინის “იუვენტუსიდან“ ასევე სკანდალურად წამოსული მორენო ტორიჩელი, რომელიც იძახდა - ტიტული სულ არაფერში მჭირდება, მთავარია სახელდობრ “იუვეს“ მოვუგოთ და ასე მინდა ვიძიო შურიო.

ნუნუ გომეშმა “ფიორენტინასთან“ ერთად პირველივე წელს მოიგო იტალიის თასი და რომ არა გაბრიელ ბატისტუტას წინა სეზონიდან გადმოყოფლილი ტრავმა, იტალიის ჩემპიონატშიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებდნენ. თუმცა შემდეგ გუნდში დაიწყო საშინელი ფინანსური კრიზისი, ამას მოჰყვა მთელი რიგი ფეხბურთელების კლუბიდან წასვლა (მათ შორის ცხადია პირველყოვლისა გაბრიელ ბატუისტუტას “რომაში“ გადასვლა) და მომდევნო ერთი წელი “ვიოლა“ რეალურად ნუნუ გომეშის სათრევი გახდა იქამდე, სანამ საბოლოოდ გაკოტრებული კლუბი იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ რანგით მეოთხე ლიგაში არ გადაისროლა.

დღემდე გულით ვუმადლი ნუნუ გომეშს მაშინდელ გარჯას და ერთგულებას მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი კარიერის საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ იყო. დაუვიწყარი გახლდათ მისი გოლი მილანის “ინტერთან“, რომელმაც მატჩის სულ ბოლო წამებზე მოპოვებული გამარჯვება განაპირობა. ასევე საოცარი გოლი “ბარის“ კარში და ასეთი გოლის გაშვებით თვალდებდაჭყეტილი პულიელი მეკარის სახეც არასოდეს დამავიწყდება. ისიც მახსოვს, როგორი გულით განიცდიდა ყველა მარცხს და როგორ ახარებდა თუნდაც უმნიშვნელო გამარჯვება. გამარჯვებები კი მაშინ სამწუხაროდ არც ისე ბევრი იყო.

ნუნუ მაგარი ვინმე და იყო დიდი ფეხბურთელი, რომელმაც მრავალ სხვათა მსგავსად სამწუხაროდ ვერ ითამაშა ის ფეხბურთი, რაც ნამდვილად შეეძლო ეთამაშა. მაგრამ მან დატოვა კვალი, რომელიც თუნდაც საქართველომდე მოჰყვება და ერთ ადამიანს მაინც ახსენებს პორტუგალიის ქალაქ ამარანტში დაბადებულ ბიჭს, რომელსაც ერთმანეთზე ლამაზი გოლები გაჰქონდა!

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110164
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X