ფეხბურთი

13:40 | 26.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: "შევთანხმდით, რომ სატრანსფერო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ულე გუნარ სულშერმა განაცხადა, რომ ბოლო 5-6 სეზონის განმავლობაშ სატრანსფერო პოლიტიკა არასწორად ხორციელდებოდა და ცვლილებებია საჭირო. კერძოდ, ნორვეგიელმა განაცხადა, რომ ფული გონივრულად უნდა დაიხარჯოს და მხოლოდ იმ ფეხბურთელს დაიმატებს, რომელიც გუნდს მოერგება.

"ტრანსფერებში ფული გონივრულად უნდა დავხარჯოთ, ეს კი ჩვენი წამრატების გასაღები იქნება. ბოლო 5-6 სეზონის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბევრი ფული დახარჯა, თუმცა ახლა გვჭირდება ინვესტიცია სწორი მიმართულებით ჩავდოთ. მე და კლუბის ხელმძღვანელობა შევთანხმდით, რომ სატრანსფერო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. პოსტი არ მაღელვებს და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, ჩვენ გვინდა შედეგი და არ ვაპირებ დიდი თანხა დაიხარჯოს რომელიღაც ფეხბურთელზე, რომელიც გუნდს ვერ მოერგება." - ციტირებს Goal.com-ი სულშერის სიტყვებს.

24 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედი" 34 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება და მეოთხეადგილოსან "ჩელსის" ექვსი ქულით ჩამორჩება. 24 შეხვედრიდან გუნდმა რვა მარცხი განიცადა.

0.147637