ფეხბურთი

19:35 | 25.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

U17: საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკში განვითარების თასზე ასპარეზობა მეექვსე პოზიციაზე დაასრულა. გიორგი ჩიტაურის გუნდმა გჯფუში 4 ქულით მესამე პოზიცია დაიკავა და მეხუთე ადგილისთვის მატჩში ფინეთს დაუპირისპირდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, ფინელთა გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი და გამარჯვების გოლი მე-60 წუთზე პატუტმა გაიტანა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ბელარუსის დედაქალაქში ისრაელთან ფრე (1:1) ითამაშა, ისლანდია (1:0) დაამარცხა, ხოლო ტაჯიკეთთან (1:2) და ფინეთთან (0:1) თავად დამარცხდა.

ფინეთი - საქართველო 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 პატუტი (60)

საქართველო: ხარატიშვილი, აბჟანდაძე (ზოსიაშვილი 68), ხვადაგიანი, ო. მამაგეიშვილი, ღვიშიანი, გაგნიძე, ლობაშვილი (უგრეხელიძე 68), აბუაშვილი, გ. მამაგეიშვილი (თუთაშვილი 56), სალუქვაძე, უბილავა

0.118424