ფეხბურთი

15:33 | 25.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დანი ოლმო "ლაიფციგის" ფეხბურთელია

ზაგრების „დინამოს“ შემტევი ნახევარმცველი დანი ოლმო კარიერას „ლაიფციგში“ გააგრძელებს. გერმანული გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, ესპანელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა და 25-ნომრიანი მაისური მოირგო.

21 წლის ოლმო „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია, თუმცა 2015 წელს ხორვატიაში გადაბარგდა, თავდაპირველად, „დინამოს“ აკადემიაში ითამაშა, ხოლო შემდეგ მთავარ გუნდში დააწინაურეს.

ზაგრებელთა რიგებში დანიმ 124 თამაში ჩაატარა და 34 გოლის გატანა მოახერხა. ესპანეთის ნაკრებში კი ერთხელ უთამაშია და მის ანგარიშზე 1 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113012