ფეხბურთი

22:56 | 24.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლმა" "ინტერიდან" ლაზარო დაიმატა

ავსტრიის ეროვნული ნაკრების და მილანის "ინტერის" მარცხენა გარემარბი ვალენტინო ლაზარო მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "ნიუკასლში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. "კაჭკაჭებმა" იჯარაში 1.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და სეზონის ბოლოს შეუძლიათ ლაზარო 26 მილიონ ევროს სანაცვლოდ გამოისყიდონ.

ლაზარო "ზალცბურგის" აკადემიის აღზრდილი და "ჰერტაში" 2017 წელს იჯარის წესით გადავიდა. ერთი წლის შემდეგ გერმანელებმა ფეხბურთელი ოფიციალურად გაიფორმეს და ერთ სეზონში "ინტერში" გაყიდეს. მიმდინარე სეზონში იტალიურ გუნდში ვალენტინომ 11 შეხვედრა ჩაატარა და თავი ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1104