თამაშგარე

16:21 | 23.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

მრავალრესპოდენტნახული მშვენიერი ლეილა

ნამეტანი უცნაური და უსამართლო რამაა ჟურნალისტის საქმე. ზოგმა შეიძლება ისე იმოღვაწევოს, რომ მთელი კარიერის მანძილზე ლეო მესი, დევიდ ბექჰემი დ ამისთანა ხალხი სანახავადაც კი ვერ მოიხელთოს, ზოგმა კი ცნობილი სპორტსმენები მიკროფონის წინ გაიმწკრივოს და მათთან ინტერვიუებიც ხშირად ჩამოაგვირისტოს.

ერთ-ერთ იღბლიან ჟურნალისტთა შორისაა მბრაზილიური ფესვების მქონე ლონდონელი ჟურნალისტი, ლეილა ანა-ლაი, რომელიც სადაც კი ცნობილი სპორტსმენია ლამის ყველასთანაა ნამყოფი და მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ მომზადებული ინტერვიუები განსაკუთრებული სკანდალურობით არასოდეს გამოირჩეოდა, საკუთრივ რესპოდენტთა სიკაშკაშე ბევრ რამეზე მეტყველებს.

ლეილა ანა-ლაი თავისუფალ დროს მოდელობასაც ითავსებს და ბევრ წარმატებულ ბრაზილიელ მოდელს არ დაუდებს ტოლს ფოტოკამერის წინ სწრაფად და მომხიბვლელად ფეხთაშვერაში. ერთი ისაა, რომ ჟურნალისტური საქმიანობა ბევრ დროს ართმევს და ნიფხვისამარა ტანტალი არცთუ ისე ხშირად გამოსდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129666