ფეხბურთი

22:17 | 21.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლეონიდ სლუცკი: "დავითაშვილისთვის 10 ნომრის პოზიცია ორგანულია"

ყაზანის „რუბინი“ რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება და დღეს სპარინგმატჩი პოლონური „ლეხიას“ წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც 1:0 მოიგო.

ლეონიდ სლუცკიმ აღნიშნულ შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილი არა ფლანგზე, არამედ 10 ნომრის პოზიციაზე ათამაშა. მატჩის შემდეგ რუს სპეციალისტს ჟურნალისტებმა მისი თამაშის შეფასება სთხოვეს.

„ვარჯიშის დროს ძალიან კარგად გამოიყურებოდა ამ პოზიციაზე, ნაკრებშიც ამ ამპლუაში თამაშობს და ზოგადად მისი მშობლიური პოზიციაა. ჩვენ მასთან დიდი ხანია ვისაუბრეთ. არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს მისი სუპერმატჩი იყო, მაგრამ მთლიანობაში ორგანულია ამ პოზიციისთვის, როგორც თავდასხმის დროს, ისე თავდაცვის დროს“, - განაცხადა სლუცკიმ.

აქვე გეტყვით, რომ დავითაშვილმა 58-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე პირველი ტაიმის განმავლობაში იყო.

0.111196