კალათბურთი

17:31 | 21.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

სოციალურ ქსელში NBA-ს ყოფილი მოთამაშის შოკური ვიდეო გავრცელდა (+VIDEO)

სოოციალურ ქსელში NBA-ს ყოფილი კალათბურთელის, დელონტე ვესტის შოკური ვიდეო გავრცელდა. 36 წლის ვესტი ვაშინგტონის ერთ-ერთ ქუჩაში დაუდგენელმა პირმა სცემა, რის შემდგომაც ექსკალათბურთელი ტროტუარზე ზის და ძალიან გაბრაზებულია.

კოლეჯიდან მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა და ასევე NBA-ს მოთამაშემ ჯამეერ ნელსონმა ინსტაგრამში დაწერა: „მტკივა, რომ ასეთს ვხედავ. რაც მისთვის ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის ლოცვა და ვიმედოვნოთ, რომ დახმარებას მოითხოვს, რომელიც სჭირდება“.

დელონტე ვესტი თავის დროზე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში „ბოსტონის“, „სიეტლის“, „დალასისა“ და „კლივლენდ კავალიერსის“ ღირსებას იცავდა, სადაც ლებრონ ჯეიმსის თანაგუნდელი იყო. თუმცა, კარიერის დასრულების შემდეგ მისი ცხოვრება დაინგრა. მას ბიპოლარული აშლილობა დაუდგინდა გარდა ამისა, დელონტე უსახლკაროდ დარჩა და მისი საბანკო ანგარიშები სრულად ამოიწურა.

0.142177