ჩოგბურთი

12:15 | 20.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო, ფედერერმა პირველი შეხვედრა მოიგო

გამთენიისას ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადის შეხვედრები დაიწყო. დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა პირველი გამარჯვება იზეიმა.

როჯერმა რეიტინგის 75-ე ნომერი, ამერიკელი სტივ ჯონსონი 6:3, 6:2, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 24 წუთს გაგრძელდა. როჯერმა 11 ეისი ჩააწოდა, 9-დან 5 ბრეიკი შეასრულა, ჯონსონს ბრეიკის ერთი შესაძლებლობა ჰქონდა და ისიც ვერ გამოიყენა.

მომდევნო ეტაპზე როჯერი კრაიანოვიჩი-ჰალისის გამარჯვებულს შეხვდება.

0.111298